დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი, ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე... გამაფერადე გაზაფხულივით შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს... გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ. გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ... მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე რომ ვხედავ იმას რისთვისაც ვცოცხლობ! დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი ზედმეტს ვერ შევძლებ,ვერც დაგპირდები უბრალოდ გეტყვი...წაიღე შენთვის და ისევ შენთვის ავყვავილდები!!
|
პროლოგიდან ეპილოგამდე.
მაისში ქალი ყველა ვარდია და გული უმღერს სიძის მოსვლისთვის, ვარდების თვე ხომ სიყვარულია, გაცხადებული უფლოს ხმობისთვის.
ამ დროს სიკვდილიც სიხარულია, ცად ზეცის კარი არის გახსნილი, გსმენიათ ვინმეს, ამ ქვეყნად სადმე გლოვა თუ ქონდეს მაისს ნახილი.
მაისი მხოლოდ გამარჯვებაა! ბედნიერების ზღვა და ხალისი, ამაღლებაა... ზიარებაა... ამა სოფელის თავთა თავისი.
დასაბამოდან დასასრულამდე სამყაროს ღერძი ბრუნავს მაისზე, მიზანია არის, საოცრებაა, სიმღერა არის სულის აისზე
|
ეპილოგი.
უშენობისგან განაწამები შენთვის ვნებული ძილმა წამიღო, და იმ სამ-ოთხ წუთს რაც იქ ვიყავი ზეცამ წყალობა ჩემზე მოიღო.
ცხარე ცრემლებით თავს დამტიროდი -,,ჩემო რომეო,’’ასე ამბობდი, რისთვის მინდაო ყოფნა უშენოდ, თან თავის მოკვლას დანით ჩქარობდი.
და დამეკონე შენ საბოლაო დამშვიდობების შორი ამბორით, და ისე რომ არც შეგიმჩნევია ჟამი შეცვალე ლხენის სასწორით.
მე შენს კოცნისგან აღვსდექ უეცარ და საკვირველი გამოღვიძებით, გულანთებული მომავალისა და შენს განცდათა წმინდა ხილვებით.
|
ზეცაც ტირის
*
ჭაობისფერი, თაფლისფერი, თუნდაც ცისფერი
სულის სარკეა ყველასათვის ჩვენი თვალები.
ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ ვტირით და ზოგჯერ ვმღერით,
ხან შეიძლება სიძულვილის გვიდგას წამები.
*
ზოგი კი ტირის, მხოლოდ ტირის, არ შრება ცრემლი.
იქნებ სიმღერაც შეუძლია, მაგრამ რად გინდა,
ბედმა ტიალი, ცხელი შანთით დარი დაასვა,
ცრემლი ღვარეო ჩაუთქვა და ჩუმად წავიდა.
.................. და ისიც ტირის, გადაღლილი, ძალამიხდილი
წვიმიან ღამეს ანგელოზის იღვრება ცრემლი.
წვიმაც ხომ ზეცის ნაყოფია ტირილის შემდეგ
ბავშვის სახეზე იკვეთება კონტური სველი.
*
დედის საფლავთან დაჩოქილი ის ისევ ტირის,
ისევ აწყდება ცოდვილ მიწას წვეთები წმინდა
საფლავის ქვაზე, მომღიმარი ანათებს სახე
"ჩემს გვერდით იყო დედაჩემო ძალიან მინდა."
*
მაგრამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
არ მსურს ჩემს ლეკსში რომ იყოს სევდა. ანდაც დარდი და ან მწუხარება. არ მინდა სხვისთვის ჩემი პრობლემის. და სატკივარის გაზიარება. მაგრამ რა ვქნა თუ ამ ჩემმა გულმა. ეს სიმარტოვე ვერ დაიტია. რა ვუყო თუ კი ჩემთვის ცხოვრება. მხოლოდ წუხილი მხოლოდ ფიქრია. დედას ვფიცავარ მართლა არ მინდა. ამ სევდიანი ლექსების წერა. მაგრამ რა ვუყო
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიტყვები დაგვებნა,
მოდი გავჩუმდეთ.
მოდი თვალებმა თავის გამოთქვან,
სიჩუმე უსმენს ჩვენს გულის ფეთქვას
და გარეთ ქარი ჩვენს გრძნობას აბავს,
მოდი ნუ ვიტყვით დღეს ჩვენ ნურაფერს
ნუ გავაწამებთ სიტყვებით ნდობას,,
მოდი გავჩუმდეთ,ცოტა დავდუმდეთ, დღეს ამ დღეს ჩუმი ალერსის დროა...
|
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ, მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით... მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
შენ ახლა ისე მჭირდები, ისე, ვით ღამეს დილა, დილას-საღამო... როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე, როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.
მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ... ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს, რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.
ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ, გიპოვნი მაინც ხელისცეცებით, მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
|
" მიყვარხართქო " არასოდეს მითქვამს შენთვის...მაგრამ... ერთხელ მაინც რომ გულწრფელად შემოგეხედა ჩემთვის, აუცილებლად დაინახავდი ჩემს თვალებს..დაინახავდი და შეუძლებელი იყო არ წაგეკითხა ჩემი გულის ნადები, არ დაგენახა ის სხივი, რომელსაც შენს დანახვაზე ასე რიგად, დაუფარავად ასხივებდნენ ჩემი თვალები... ერთხელ..სულ ერთხელ მაინც რომ ჩამხუტებოდი..აუცილებლად გაიგონებდი ჩემი გულის სიმგერას სიყვარულზე ( როგორც კი დაგინახავდნენ ჩემი თვალები, მაშინათვე გული ისე ამიძგერდებოდა, თითქო აქამდე განისვენებდა და ახლა გაცხოველებულად ამუშავდაო.. ).. და როგორ მეგონა მაშინ, რომ სიტყვები ზედმეტი იყო..მეგონა, რომ ჩემი თვალები და გული ჩემს ბაგეზე უკეთ, ლამაზად გამოსთქვამდნენ " მიყვარხარ "-ს..და მეგონა, რომ ჩემი გულის ხმა შენს ყურამდეც აღწევდა... თურმე როგორ ვცდებოდი !.. შენ ყრუ ყოფილხარ და აბა როგორ გაიგებდი ჩემი გულის ძგერას ?!.. ბრამა ყოფილხარ..და როგორღა დაინახავდი ჩემი თვალების ელვარებას ?!.. მე კ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შენ ხარ ცხოვრება რომელიც მიყვარს, სიცოცხლე ვისი წყურვილიც მკლავდ, შენი თვალები იყო ხატება და ეგ ტუჩები კი მოლანდება.............
სურვილი შენი მკლავდა მუდამჟამს, ვერ ვიოკებდი შენდამი ლტოლვას, ჭკუიდან მშლიდა შენზე ოცნება, შორიდან ცქერა და ეს წამება,
მე მტანჯავს ლტოლვა შენდამი ვნების და მიკიდია ცეცხლი უკვამლოდ, გთხოვ ჩემთან მოდი,თუნდაც ამ ღამით, თუნდაც ამ ღამით იყავი ჩემი..........
|
ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო, სულსი მაისის შადრევნების აშადრევნებით, სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს, სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.
ორივე ფეხით უნდა იდგე წილხვედრ მიწაზე, მამულის უნდა გესმოდეს და უნდა გტკიოდეს, უპოვართ შორის უნდა გქონდეს ნავთ საყუდელი, საზეო ნების აღსრულება უნდა გწყუროდეს.
ჩვენ არჩევანი ერთ დროს უკვე ზეცად მივიღეთ, და ეხლა მისი აღსრულებაა დასაშურია, ისე იზრდება ეს სოფელი დრომდე თანაბრად, ასე ძალუმად გულს არასდროს უხმაურია.
...ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო, სულში მაისის შადრევნების აშადრევნებით, სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს, სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.
|
« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 94 95 » |