~გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა, ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება. და შიშმა ისევ ამაკანკალა, და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
იცი? ლოდინი რა ძნელია?.... როცა სიმარტოვეს ებრძვი, ნახე....რამდენი ვარსკვლავია მე კი მენატრება ერთი!
...
კითხვის გაგრძელება »
|
დღეა და მე კი ღამეს ვგრძნობ გულში, სიცოცხლემ სიკვდილი მანატრა თითქოს და ჩემს ოთახში გამოკეტილი,ვოცნებობ, პატარა ვიყოთქო.. თითქოს..
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გარეთ გავედი და დავინახე, ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს, შიგნით შემოვედი და შევამჩნიე, შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს
...
კითხვის გაგრძელება »
|
პროლოგი.
ჩემში ხარ თუმცა მე შენ სიშლეგეს ვერც ვერაფერი ვერ მოვუხერხე, ღუზა რომელზეც გულით ვკიდივარ ვხერხე ვხერხე და ვერ გადავხერხე.
და ამიტომაც მხედავენ ყველგან იქ სადაც ვარ და სადაცარა ვარ, შავი ბერიც კი მონაგონია სამანებს მიღმა მე რომ დავდივარ.
ასე ირწევა ჩემში მაისი, მარტის ფეთქებით ცა ნამეხარი, როგორც სიცოცხლე სიკვდილის ზღვაში ყველა სიკვდილზე უფრო მედგარი.
გრთავ ცრემლიანი დილის ვარდებით მე მომლოდინე ცის განჩინების, როდის ინებებ ჩემს დაძახებას და აღსრულებას იმ ერთის ნების.
|
მზის ცრემლები გინახავთ? ალბათ მხოლოდ ქალის.
მზის ცრემლები ძვირია,მსგავსად მამაკაცის.
საოცარი გრძნობაა, როცა ეტრფი ქალს,
სიცოცხლეს გირჩევნია მისი ნახვა კაცს.
სიყვარული ნამდვილი მზის ცრემლების მსგავსია,
იშვიათად ნახავს კაცი,საოცრების დარია.
სიყვარულს ცრემლი სცვივა?მზის ცრემლების მსგავსად
ცისარტყელად იქცევა,წვეთი წამწამს აბამს.
|
არაფერი არ გამომდის,
რითმა ხელში მადნება,
მარცვალ-მარცვალ იშლება
და არაფრით არ ლაგდება.
მხოლოდ ერთი სიტყვა კმარა,
მხოლოდ ერთი სიტყვა და
ყველაფერი აეწყობა
მარგალიტის მძივებად.
|
შენზე ვამბობდი რომ ამ მთების და სივრცეთა მიღმა დამეკარგათქო, შენ კი გეგონა გზას მივყვებოდი და განთიადებს მარტო ხვდებოდი.
იცი,მომავალ მარადისობას ალბად ვერასდროს შევეგუები, მომენატრება წუთისოფელი შენი ღიმილით ზეცად მყოფელი.
მოენატრები ასე უმწეო, კდემა მოსხმული და მარტოსული, შემოვიძარცვავ სამოსელს პირველს და ბედუინის დავირქვავ სახელს.
მე როგორც ეხლა,მარტო გავიგნებ, გზას სანეტარო ოაზისისკენ, სამუმს მოვაშთობ შენზე ფიქრებით, რომ ჩვენ ოდესღაც ერთად ვიქნებით.
დროს თავის დრო აქვს და მდინარება, მე მის გულისთქმას არ ვითავისებ, გინდა, შევწვდები შენთვის სასწაულს და შენ მოგიძღვნი მზეს და სიხარულს?!
|
« 1 2 ... 59 60 61 62 63 ... 94 95 » |