ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:46
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:42 " მიყვარხართქო " | |
" მიყვარხართქო " არასოდეს მითქვამს შენთვის...მაგრამ... ერთხელ მაინც რომ გულწრფელად შემოგეხედა ჩემთვის, აუცილებლად დაინახავდი ჩემს თვალებს..დაინახავდი და შეუძლებელი იყო არ წაგეკითხა ჩემი გულის ნადები, არ დაგენახა ის სხივი, რომელსაც შენს დანახვაზე ასე რიგად, დაუფარავად ასხივებდნენ ჩემი თვალები... ერთხელ..სულ ერთხელ მაინც რომ ჩამხუტებოდი..აუცილებლად გაიგონებდი ჩემი გულის სიმგერას სიყვარულზე ( როგორც კი დაგინახავდნენ ჩემი თვალები, მაშინათვე გული ისე ამიძგერდებოდა, თითქო აქამდე განისვენებდა და ახლა გაცხოველებულად ამუშავდაო.. ).. და როგორ მეგონა მაშინ, რომ სიტყვები ზედმეტი იყო..მეგონა, რომ ჩემი თვალები და გული ჩემს ბაგეზე უკეთ, ლამაზად გამოსთქვამდნენ " მიყვარხარ "-ს..და მეგონა, რომ ჩემი გულის ხმა შენს ყურამდეც აღწევდა... თურმე როგორ ვცდებოდი !.. შენ ყრუ ყოფილხარ და აბა როგორ გაიგებდი ჩემი გულის ძგერას ?!.. ბრამა ყოფილხარ..და როგორღა დაინახავდი ჩემი თვალების ელვარებას ?!.. მე კიდევ არ მყვარებიხარ თურმე ისე ძლიერად, რომ შენი მკურნალი ვყოფილიყავი..ჩემი თვალები არ ასხივებდნენ ალბათ ისე ძლიერად, რომ შენს თვალებსაც ყოფნოდათ მათი სინათლე..ჩემი გული არ ძგერდა ისე გაგიჟებით და ხმამაღლა, რომ შენს დახშულ ყურებს სმენა დაბრუნებოდათ.. მაპატიე... მაპატიე..რომ ისე ძლიერად არ მყვარებიხარ.. რომ ვერ შევძელი ჩემი გრძნობების შენთვის გამხელა.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |