.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » რატომ სუქდება ადამიანი?
02:07
რატომ სუქდება ადამიანი?


ოჯახური სიტუაცია, როდესაც წყვილი ოჯახური ცხოვრების სტილს იშვიათად იცვლის, გასუქებას ხელს უწყობს. დაოჯახებული მამაკაცი სამჯერ მეტად არის სიმსუქნის მსხვერპლი, ვიდრე დაუქორწინებელი, ქალბატონები კი ორჯერ მეტად.

20-70 წლამდე ასაკის 17 ათასი ბერძენი წყვილის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ცოლიანი მამაკაცები ფიტნესით იშვიათად კავდებიან, ამცირებენ სექსუალური ცხოვრების რიტმს, ცუდად იკვებებიან, თუმცა თავიანთი ცხოვრება კომფორტულად მიაჩნიათ.

მეუღლეები ხშირად მიირთმევენ ტელევიზორთან და ხშირად უკვეთავენ ფასთ-ფუდს სახლში.

ორივე სქესის დაუქორწინებელი ადამიანები მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, რათა პარტნიორის ძებნის დროს კარგ ფორმაში იყვნენ. 
ქორწილის შემდეგ ეს უკვე სავალდებულო არ არის და დაქორწინებული ადამიანების აქტიურობა მკვეთრად ეცემა. მათ უმცირდებათ სტრესის დონე, რაც მადასაც ამძაფრებს. ხოლო სიმსუქნე გულსისხლძარღვთა დაავადებებს და დიაბეტის წარმოშობას უწყობს ხელს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1041 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]