.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქვედა საცვლის ფერი ქალის სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს.
16:51
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქვედა საცვლის ფერი ქალის სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს.


ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, დონა დოუსონმა შეადგინა ქალის ტემპერამენტის სახეობების სია შიდა თეთრეულის ფერების მიხედვით. ის დარწმუნებულია, რომ ფერს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათის განსაზღვრის დროს, როგორც ხმის ინტონაციასა და მიმიკას.

ხორცისფერ თეთრეულს მშვიდი, გაწონასწორებული ქალები ატარებენ. მათ ლოგინში არაფრის რცხვენიათ და არც არაფერს მალავენ. 

წითელი - ვნებიანი, ენერგიული, მხიარული ქალის ფერია. 

ვარდისფერი თეთრეულის მფლობელი - რომანტიკული, რბილი ხასიათის მქონე, მიმნდობი ქალია. 

შავი - ძალაუფლების მოყვარე, მაგრამ აღვირახსნილია. 

თეთრი - უმანკო, გამოუცდელი, მაგრამ ყოველთვის მზადმყოფი იმისათვის, რომ ბევრი რამ ისწავლოს. 

ძალიან მოკლე და დაუსრულებელი მოეჩვენათ დიუსონის სია სხვა ფსიქოლოგებს. შედეგად ტემპერამენტის კლასიფიკაციას რამდენიმე ფერი დაემატა. 

ცისფერი თეთრეულის მოტრფიალე ქალისთვის მთავარია, რომ მისი პერსონით დაინტერესდნენ. ლედი ცისფერ ტრუსებში რომანტიკისკენ და სიყვარულისკენ მიილტვის. 

თეთრეულის მუქი რუხი ფერი, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, რომ ქალი გრძელვადიანი, პერსპექტიული ურთიერთობის მომხრეა. ასევე, ამ ფერის თეთრეულის მოყვარული ქალი ექსტრავაგანტური ქმედებებისთვის არის მზად. ამიტომაც ამ ფერის თეთრეულის მქონე ქალისგან უნდა მოელოდეთ ვნების აფეთქებას ყველაზე უჩვეულო ადგილებში. 

მწვანე შიდა თეთრეულის მოყვარული ქალებისთვის პირველ ადგილზე კარიერა დგას. მწვანე ფერს უპირატესობას ანიჭებენ ასევე ქალები, რომლებსაც იშვიათად უყვარდებათ... მათ შეუძლიათ სიამოვნების მწვერვალამდე მიიყვანონ მამაკაცი, შემდეგ კი უცებ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დატოვონ ის და წავიდნენ... ასეთ ქალებს უყვართ სექსი, მაგრამ არ აინტერესებთ ის, ვისთანაც ამით არიან დაკავებული. 

ყვითელ ფერს ირჩევენ ქალები, რომლებიც ბოლომდე ეფლობიან სიყვარულში, მხიარულები არიან და ცოტათი ქარაფშუტები, მაგრამ ამასთან, პარტნიორისგან ერთგულებას და თავდადებას მოითხოვენ. 

ნარინჯისფერი ან სალათისფერი თეთრეული იმაზე მეტყველებს, რომ ის, ვინც მას ატარებს, ექსპერიმენტების მოყვარულია. მას გამუდმებით რაღაც ახალი სჭირდება. შეუძლია შესთავაზოს პარტნიორს, ერთობლივად უყურონ პორნოფილმს იმისათვის, რომ რაიმე ახალი შეისწავლონ. 

ლურჯი ფერის თეთრეულს ქალები იშვიათად ირჩევენ. ალბათ, მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ თავს შემოქმედებით პიროვნებად აღიქვამს. ეს ქალები იშვიათად მიეცემიან ვნებას სიამოვნებისა და სურვილის გამო. პასიურები არიან და მხოლოდ პარტნიორის ინიციატივას ელიან. მაგრამ ამასთან, ასეთი ქალები ძალიან მიმზიდველები არიან საწინააღმდეგო სქესისთვის თავისი იდუმალებითა და ამოუცნობი ხასიათით. 

ყავისფერ თეთრეულში გამოწყობილი ქალი ხშირად დარჩენილა მოტყუებული და ამიტომაც ძნელად თუ ვინმეს ენდობა. მას პარტნიორის მოფერებისა და კოცნისაც კი რცხვენია. იშვიათად აქვს სექსი და იშვიათად იღებს მისგან სიამოვნებას. 

ფერადი თეთრეულის მოყვარულ ქალებს არ უყვართ ერთფეროვნება, ხშირად იცვლიან პარტნიორებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზღვარს არასდროს გადადიან.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 1881 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]