.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


სუნთქვაშეკრული, სულგანაბული,
ჩუმად მოვუსმენ ჩემს გულისცემას,
ჩავიძირები ფიქრთა მოევში,
გავაშლევინებ ფრთებს ჩემს ოცნებას.

სულს ნებას მივცემ ცაში აიჭრას
და არწივივით გაინავარდოს,
როგორც აბრაგი ტყეში გაიჭრას
და არაფერზე აღარ იდარდოს.

სხეულს დავტოვებ ცოდვილ მიწაზე,
რომ შეერკინოს მტანჯველთა ლაშქარს,
თუნდ ქრისტესავით გამაკრან ჯვარზე,
ვერ შეველევი ბედის საჩუქარს.

ჩემს ნაოცნებარს გავანდობ ღრუბლებს,
რომ დედამიწას წვიმით მოუყვეს,
რატომ ვაპკურებ ვარდებს, გვირილებს,
სიყვარულისთვის დადენილ ცრემლებს.

ბროლივით წმინდა ცრემლით ვაუწყებ, 
ჩემს ისტორიას მთის ნაკადულებს,
ჩუმად ავუხსნი, რომ ვერ ვივიწყებ,
უცხო ასულის ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 875| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გავიდა წლები... 
და შენც წახვედი ...
გული დამწყიტა მე
შენმა წასვლამ...შენთან
ერთად კი ღამეც წავიდა ...

გულის ტრფობაც კი 
უსულოდ ქროდა,
ქროდა ძლიერი
გულისტკივილით.

იცოდე ჩემი გულის ტკივილი
და შენც გამინდე გრძნობა სათუთი.

მიყვარხარ ძლიერ ჩემო სიცოცხლევ,
და გული შენი მომიძღვენ გულით.

არ დამივიწყო გახსოვდე მარად
მე კი თავს ვიკლავ მიყარხარ მარად ....



ავტორი : სოფიკო ურიდია


მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი

------------------

თვალებს იქეთ…
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გ ... კითხვის გაგრძელება »


ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ 
და სიყვარულის ამბებს ყვებიან 
მარტო დარჩენის ნუ გეშინია 
დაგიბრუნდები ჩემო ფერია 
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? 
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები 
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ 
როცა მე წავალ ნუ ატირდები 
შენი ცრემლები დარდად გამყვება 
მწარე წარსულად გამყვება გულში 
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ 
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში 


რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’





თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!




არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.




შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…

არ მიყვარს:ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,სიზმრის რაინდებზე დანიშნული,უაზროდ შეყვარებული ქალები,რომანის გმირების ასლები,გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,ალერსით დაღლილი წყვილები,უმისამართო ღიმილი,არამიწიერი სინაზე,კოცნამდე ახსნილი სიყვარული.სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,უაზროდ ბედნიერები,სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,მთელი სიცოცხლის მანძილზეარცერთხელღამეგანათენები ადამიანი.მკერდდაკოცნილი ქალწულები,უშრომლად მდიდრები,ამპარტავანი თავმდაბლები,ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,მარტოსულები ჩემი ჩათვლით,ძალის მოყვარული ცოლები,მორალის მქადაგებელი შინაბერები,მტერის მტერთან ძმადნაფიცები,ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,ზარმაცი მეოცნებენი,უშეცდომო სიყვარული,ზამთრის სითბო,ზაფხულის სიცივე,წინასწარ გა ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 91 92 93 94 95 »