ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას, ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას. ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს, ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს, ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას, ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს, ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს, სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას, ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც, არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.
ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ, უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად, ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად, არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.
ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად, ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად, სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.
|
იცი როგორ გაგიღიმე?....... შენთვის გავიღიმე.... ვიცი, ვერ დაინახე, მაგრამ ხომ იგრძენი?.... მე ვიცი, რომ იგრძენი... იმასაც გრძნობ როდის ვხრი ხოლმე თვალებს დაბლა.... ტუჩებს მოვბუსავ და...... წკაპ..... დაეცემა რამდენიმე ცრემლი შენ ნაჩუქარ ფურცლებს..... ხო, ვიცი, რომ გრძნობ... ვიცი, რომ ამ დროს მიბრაზდები, მაგრამ რა ვქნა?... მე ნა ტრე ბი მხოლოდ შენთვის ვიღიმი.... გესმის?....... ვი ღი მი..... გაგიხარდა ხო....? ვიცი, რომ გაგიხარდა..... ახლა ჩემს გვერდით რომ იყო.... ჩემთან რომ იყო... სულ ახლოს... ჩემი ხელი რომ გეჭიროს და რომ მეფერებოდე.............. რა მოხდებოდა ახლა?.... გაგიღიმებდი.... აბა ღიმილის გარეშე როდის ვყოფილვარ შენთან? შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზიც, საბაბიც, ადრესატიც და........... საერთოდ, შენ ხარ ჩემი ღიმილი თვალები გიბრწყინავს ბედნიერებითო იცი რამდენმა მითხრა უკვე? მხოლოდ შენ ებედნიერები ამ თვალებს...
იცი როგორ მოენატრე გულს?..... ჰო. მოენატრე.... გინატრე და ჩემთან ხარ...
დამინახე?... - გაგიღიმე .
|
ლხინში ბევრს გაახსენდები, ჭირში ახსოვხარ ცოტასა, გაივლის დრო და მიხვდები, ვინც იმსახურებს ძმობასა...
კაცი მეგობრით ცოცხლობსა, მეგობრობაა მთავარი, შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა, ის მეგობარი არ არის...
მეგობრისათვის, რას ამბობ, არ დავიშურებ თავსაო, მას სულის წადილს გავანდობ, აღვიქვამ, როგორც ძმასაო...
და მეგობარიც დამიცავს, თავისი სისხლის ფასადა, ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ, ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!
|
შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამითბო და სევდა გამიფანტა. დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა
|
შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს, შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის, შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..
არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე. თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე, მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა, მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.
უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ, მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს, არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..
|
ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია, გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია, პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი, მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი. სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი, მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი. კვლავ ჩუმად ვიმეორებდი: "სანამ არ არის გვიან, ჩემი სანთლები სანამ, ბოლომდე დაიწვიან, მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია...
|
ს_იყვარული სიცოცხლეზე ლამაზია!
ი_ხილე და შენც მიხვდები რა ნაზია,
ყ_ვავილია გაუშლელი კოკორია,
...
კითხვის გაგრძელება »
|
არ მიყვარს:ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,სიზმრის რაინდებზე დანიშნული,უაზროდ შეყვარებული ქალები,რომანის გმირების ასლები,გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,ალერსით დაღლილი წყვილები,უმისამართო ღიმილი,არამიწიერი სინაზე,კოცნამდე ახსნილი სიყვარული.სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,უაზროდ ბედნიერები,სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,მთელი სიცოცხლის მანძილზეარცერთხელღამეგანათენები ადამიანი.მკერდდაკოცნილი ქალწულები,უშრომლად მდიდრები,ამპარტავანი თავმდაბლები,ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,მარტოსულები ჩემი ჩათვლით,ძალის მოყვარული ცოლები,მორალის მქადაგებელი შინაბერები,მტერის მტერთან ძმადნაფიცები,ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,ზარმაცი მეოცნებენი,უშეცდომო სიყვარული,ზამთრის სითბო,ზაფხულის სიცივე,წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,ლხინის მეგობრები,სუფთად
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 87 88 89 90 91 ... 94 95 » |