.

მთავარი » ♥სასიყვარულო სტატიები



საფრანგეთში ბოლოსდაბოლოს გააუქმეს კანონი, რომელიც პარიზში ქალებს შარვლის ჩაცმას უკრძალავდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალთა უფლებების დაცვის მინისტრმა, წარმოშობით მაროკოელმა ნაჯატ ვალო-ბელკასმა მიიღო. 
საფრანგეთში აღნიშნული კანონი 1799 წელს მიიღეს. იგი ქალებს, რომლებსაც მამაკაცის სამოსის ტარება სურდათ, ავალდებულებდა პოლიციის უფროსისგან სპეციალური ნებართვა აეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს პატიმრობა ელოდათ. 

1892 და 1909 წლებში კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც პარიზელ ქალებს შარვლის ჩაცმის უფლებას ცხენზე ან ველოსიპედზე ჯდომისას აძლევდა.

მას შემდეგ კანონის გაუქმებას არაერთხელ ცდილობდნენ, თუმცა ჩინოვნიკები ამ საკითხის განხილვას თავს არიდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს პრობლემა პრიორიტეტული არ იყო.

გასულ ზაფხულს კანონის გაუქმების თხოვნით ქალთა უფლებების დაცვის სამინისტროს მიმართა ერთ-ერთმა სენატორმა კონსერვატიული პარტიიდან.
ატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები |ნახვა: 869| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



1. შეეხო მის წელს.
2. მისცე მას შენი ჟაკეტი.
3. აკოცო მას ნელა.
4. ჩაეხუტოთ.
5. გაიცინოთ მასთან ერთად.
6. დაპატიჯოთ ის სადმე.
7. თავშეყრის ადგილზე გაერთოთ შენს და მის (გოგოს) მეგობრებთან ერთად.
8. გაიღიმოთ მასთან.
9. გადაიღოთ ფოტოები მასთან ერთად და დათაგოდ ფეისზე
10. ჩაისვათ კალთაში.
11. როდესაც ის ამბობს, რომ უყვარხართ იმაზე მეტად ვიდრე თქვენ, შეეწინააღმდეგეთ და მაგრად ჩაეხუტეთ.
12. აკოცო მას მოულოდნელად.
13. მოეხვიო მას წელზე უკნიდან. ... კითხვის გაგრძელება »



თუ საყვარელ მამაკაცს დაშორდით და გადაწყვიტეთ დათვრეთ, მიირთვათ ბევრი შოკოლადი და „სექსი დიდ ქალაქში" ყველა სეზონის სერიებს უყუროთ, გაიხსენეთ, რომ უკვე 2011 წელია და უკვე დროა სხვაგვარად იმოქმედოთ.
წესი N1: დაბლოკეთ თქვენი ყოფილი პარტნიორი Facebook-ზე

თუ თქვენ ხშირად ნახავთ მის სურათებს, სტატუსებს და ა.შ. დეპრესიას თავს ვერასდროს დააღწევთ. ამიტომ აჯობებს თუ თქვენს „ყოფილს" სოციალურ ქსელებში საერთოდ დაბლოკავთ.

თუმცა თუ ურთიერთობა მშვიდობიანად დასრულდა, მაშინ მისი სოციალურ ქსელებში დაბლოკვა თქვენი მხრიდან აგრესიის გამოვლინებად აღიქმება. ამიტომ გამოიყენეთ დროებითი დაბლოკვის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ ვერ გააკონტროლებთ და დაინახავთ რა ხდება მის გვერდზე და ვერც ის მიხვდება, რომ დაბლოკილია. როდესაც ტკივილი გაგივლით და მიხვდებით, რომ მასთან „მეგობრული" ურთიერთობა შეგიძლიათ კვლავ დაიმატეთ იგი თქვენი სოციალური ქსელის მეგობრების სიაში. ასე ვერავინ ვერაფერს მიხვდება.

წესი N2: ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რას აქვეყნებთ სოც. ქსელის გვერდზე

... კითხვის გაგრძელება »



ამერიკული მედიცინის ასოციაციის ჟურნალი ამერიკელი მეცნიერების ახალ კვლევას აქვეყნებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები, რომლებიც დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას სვამენ ნაკლებად დეპრესიულები არიან.

კვლევას, რომელშიც მონაწილეობას 50 ათასი მედდა იღებდა, ამერიკელი მეცნიერები 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ქალბატონები, რომლებიც დღეში არანაკლებ 4 ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, დეპრესიის რისკს 20 % ამცირებდნენ.

მეცნიერები თვლიან, რომ კოფეინი ტვინის უჯრედებს ტოქსინებისგან იცავს, რაც დეპრესიისკენ მიდრეკილებას ამცირებს.



თითქმის ყველა ოცნებობს იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. არსებობს რამდენიმე ადგილი პარტნიორის მოსაძებნად. მეორე ნახევრის პოვნა შესაძლებელია: ინტერნეტში, დასასვენებლად ყოფნის დროს, მეგობრების გარემოცვაში, კლუბში, სამსახურში.

ინტერნეტით გაცნობა

პლუსები: ზიხარ სახლში და მაუსზე თითის დაჭერით თავისუფლად ირჩევ პარტნიორს. გარდა ამისა, ინტერნეტით უფრო ადვილია როგორც ურთიერთობა ასევე ამ ურთიერთობის გაწყვეტა.

მინუსები: ვირტუალური ურთიერთობა კარგია, თუმცა რეალური სჯობს. ყველა ინტერნეტ-ნაცნობობა შესაძლებელია რეალურ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს. ამასთან დიდია იმის შანსიც, რომ პარტნიორი გატყუებდეთ და ისეთი სულაც არ იყოს, როგორიც ლამაზ ფოტოზე ჩანს. ბევრს არასრულფასოვნების კომპლექსის გამო შეხვედრის ეშინია.

დასკვნა: ინტერნეტით პარტნიორის მოძებნა კარგია, თუმცა ეს უფრო დამატებითი საშუალებაა, ვიდრე ძირითადი ხერხი ამ მიზნისთვის.

პარტნიორის მოძებნა დასვენების ... კითხვის გაგრძელება »



კემბრიჯის ბიზნეს სკოლის სპეციალისტებმა, ჩატარებული კვლევის შედეგად, დაადგინეს, თუ რას გულისხმობენ ქალები და მამაკაცები ფრაზით „ მე შენ მიყვარხარ". როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლების მიერ წარმოთქმული ფრაზა განსხვავებულ შინაარსს ატარებს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცთა 70% ურთიერთობის დაწყებიდან ქალებზე 6 კვირით ადრე, პირველები უტყდებიან სიყვარულში მათ რჩეულებს. 

დადგინდა ისიც, რომ ფრაზას „ მე შენ მიყვარხარ" მამაკაცები ურთიერთობების რომანტიულ დროს, პირველ სექსუალურ აქტამდე ამბობენ. სუსტი სქესის წარმომადგენლებს კი სიამოვნებას ანიჭებს ის თუ მას სიყვარულში სექსუალუირი თანაცხოვრების დაწყების შემდეგ უტყდებიან. მამაკაცებს კი პირიქით, ჯადოსნური სამი სიტყვის გაგონება პირველ სექსამდე ურჩევნიათ.

გამოკითხვის შედეგად სპეციალისტებმა ორ სქესს შორის საერთო თვისებაც აღმოაჩინეს. ქალსაც და მამაკაცსაც, თუ ისინი სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობენ, სიყვარულში გამოტყდომა სექსუალური თანაცხოვრების შემდეგ ურჩევნიათ.




ლი ჩინგ-იუენი 1677 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 1933 წელს. მან 256 წელი იცოცხლა. ჰყავდა 24 ცოლი, დატოვა 200 შთამომავალი და მხოლოდ 24-ე ცოლი დააქვრივა.
ლი ჩინეთში, სიჩუანის მთებში დაიბადა. აგროვებდა სამკურნალო ბალახებს, მოგვიანებით საბრძოლო ხელოვნების სწავლება დაიწყო.
1927 წელს ლი მიიწვია ვან-ჰიანის გუბერნატორმა, რომელიც გაოცებული იყო მისი სიმხნევით და ეს ფოტოც სწორედ მაშინაა გადაღებული.
არსებობს ლეგენდა, რომ გარდაცვალების წინ ლიმ მეგობრებს უთხრა – მე გავაკეთე ყველაფერი რაც ამ ქვეყნად უნდა გამეკეთებინდა და ახლა ვბრუნდები სახლში.
მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ასრულებდა სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს და სვამდა ბალახების ნაყენს, რომლის რეცეპტიც ან დაკარგულია ან უცნობია.



მიწისძვრის შემდეგ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და მაშველები სახლების ნანგრევებს ამოწმებდნენ, მათ ბზარებიდან დაინახეს ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელიც რაღაც უცნაურ პოზაში იყო მოქცეული. ის დაჩოქილი იყო. თითქოს ლოცულობდა და ორივე ხელით რაღაც ჰქონდა ჩახუტებული და როცა სახლი ჩამოინგრა ის მის ზურგზე დაინგრა.
ეს რთული შემთხვევა იყო და ამიტომ მაშველთა ბრიგადის მეთაურმა სცადა ბზარებიდან ხელი გაეწვდინა ქალისთვის იმ იმედით, რომ ის შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ ცივი და გაქვავებული სხეული მეტყველებდა იმაზე, რომ ქალი აშკარად მკვდარი იყო.
ბრიგადამ უკვე გადაწყვიტა სხვა სახლისკენ გამართულიყო, თუმცა ბრიგადის მეთაურმა მაინც გადაწყვიტა ამოეტანა გვამი ნანგრევებიდან და როდესაც მან კიდევ ერთხელ სცადა ბზარებიდან ქალს შეხებოდა, რათა ახლოს მოეწია გვამი, დაინახა მის ხელში პატარა სხეული და შეშფოთებულმა დაიყვირა ,,ბავშვი! აქ ბავშვია! ,,
მთელმა ბრიგადამ და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთად დაიწყეს ნანგრევების გასუფთავება და როდესაც ქალის გვამი უკვე მისაწვდომი გახდა მათ დაინახეს, რომ მას პლედში შეხვეული ბავშვი ჰყავდა ჩახუტებული. როგორც ჩანს ქალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შვილი გადაარჩინა. როდესაც მაშველებმა შეძლეს ნა ... კითხვის გაგრძელება »



1. მეტი მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, განსაკუთრებით - მოცარტს. ფსიქოლოგთა აზრით, აზროვნების უნარი შესამჩნევად მაღლდება იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღიურად 15-20 წუთი სწორედ ასეთ მუსიკას უსმენს.

2. დალიეთ მწვანე ჩაი და ბალახის ჩაი. მათ მატონიზირებელი ეფექტი აქვთ, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და, შედეგად, დამახსოვრების უნარსა და საზრიანობას აძლიერებს.



მითი № 1 -მამაკაცები არიან ოჯახის მარჩენლები.

ამ მითს აქარწყლება არა მარტო თანამედროვე სამყაროში არსებული მდგომარეობა, არამედ ისიც რომ არქეოლოგების მტკიცებით ნეანდერტალელის სუფრაზე საკვების 80% -ს ქალის მიერ მოგროვილი თხილი, ფრინველის კვერცხი და ხილი შეადგენდა.

მითი № 2 -დედები საკუთარ შვილს სუნით ცნობენ,მამები-ვერა

შვედმა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ცდამ სრულად საწინააღმდეგო დაამტკიცა, მხოლოდ მამაკაცებმა ამოიცნეს საკუთარი ნაშიერი სუნით.

მითი № 3- ქალები ბავშვებთან ურთიერთობას თავს უკეთ ართმევენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის როს პარკის კვლევების მიხედვით მამებს და შვილებს შორის იგივენაირი ემოციური კონტაქტია რაც დედა-შვილს შორის. მამა ზუსტად აღიქვამს შვილის მხრიან წამოსულ შიმშილის, შიშის, მოწყენილობის სიგნალებს . 

მითი № 4 ქალებს უკეთესი ინტუიცია აქვთ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა ინტუიც ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 3 4 5 6 »