.

მთავარი » ♥პოემები

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 837| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



სტუმარ–მასპინძელი არის ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.


ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა, 

მოსჩანს ქისტეთის მიდამო 

სალის კლდეების ტახტითა. 

ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე, 

გულამღვრეული ჯავრითა. 

გადმოხრილიყვნენ მთანიცა, 

ხელ-პირს იბანდენ წყალზედა; 

ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე, 

სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა; 

ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, 

კაცი რამ მოდის გზაზედა. 

გზას ვამბობ, თორემ რა გზაა. 

ვიწრო ბილიკი კლდეზედა? 

სავალად მეტად ძნელია, 

ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა. 

გაღმა სჩანს ქისტის სოფელი 

არწივის ბუდესავითა, - 

საამო არის საცქერლად 

დიაცის უბესავითა. 

სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა 

დაფიქრებულის სახითა. 

ყურს უგდებს არე-მარესა, 

გულ-ლაღობს ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1022| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!

ნ. ბ.
კარი პირველი

"მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1371| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3