.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » სოფლისა წესი ასეა ''ვაჟა ფშაველა''
20:12
სოფლისა წესი ასეა ''ვაჟა ფშაველა''


(სიმღერა)

სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წარვალთსხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩიახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებითსიყვარულს
საკუთარსნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავსროგორც ფარვანა,
საამოკარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდი მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგანვე ხარობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!..

1895
კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 839 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]