.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ვხედავ ნაპერწკლებს როცა იღიმი, მაგრამ
00:25
ვხედავ ნაპერწკლებს როცა იღიმი, მაგრამ
ვხედავ ნაპერწკლებს როცა იღიმი, მაგრამ,
ღიმილის გამო კი არ მიყვარხარ შენ...
მე მომწონს შენი სიცილი ხმა და თვალები,
მაგრამ მიზეზი, სულაც არ არის ეს...
მე მომწონს როცა ბავშვურად იცინი, მაგრამ,
ეს ის არ არის, რის გამოც შენზე ვწერ,
მე მომწონს შენი ხმა, გამოხედვა ღიმილი,
მაგრამ ამის თქმა სულაც არ მინდა დღეს....
მე შენში მიყვარს ის, რომ არაფერს ცდილობ,
როცა ფიქრობ და ჩუმად უყურებ ცას...
მიყვარხარ, რადგან არასდროს არჩევ სიტყვებს,
როცა არ ფიქრობ სად და რა უნდა თქვა...
მე შენში მიყვარს ის, რომ ნამდვილად შენ ხარ,
შენ მხოლოდ შენ ხარ, ასე, უბრალოდ შენ...
ღიმილის გამო კი არ მიყვარხარ ასე,
შენ მხოლოდ შენ ხარ და შენში მიყვარს ეს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 726 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]