.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ვაჟა შაველა რუსთაველის ნეშტს
20:29
ვაჟა შაველა რუსთაველის ნეშტს


მგოსანო საქართველოსავ,

წამოიხედე ზეზედა,

იხილე შენი სამშობლო,

მიმოიარე მზეზედა.

შენი ერისა ჭაბუკნი

გიამბორებენ ხელზედა;

მართლდება შენი ნათქვამი

ათასზე (განა ერთზედა?):


თავისუფლდება მონები,

შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;

ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ

მზე მოეფინოს სწორადა;

აღარ ვართ გუშინდელები,

ვიქცენით ერთი-ორადა;

წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,

ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!

თავს სწირვენ ნესტანისათვის

ტარიელივით ლომადა.

და ივერიის დიდებას

ხალხს აუბნებენ შორადა.

აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით

ნათქვამნი ჩასაქოლადა.


თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;

დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.

ვიცი, რომ გიამებოდა,

გულს ვარდად დაისახავდი

სახესა ვაჟკაცებისას.

მიიღე, როგორც შვილები,

თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,

შენი სამშობლოს გმირები.

აკურთხე შენის მარჯვენით

ეგ მარგალიტის ღილები,

სამშობლოს მკერდით აჭრილნი,

მისთვის დამწვარი ცვილები.


1909
.

კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 1164 | დაამატა: adjara | ტეგები: ცცც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]