.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ვაჟა ფშაველა
20:28
ვაჟა ფშაველა


ქალას

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,

თავს რომ დაჰკიდებ მელადა,

პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,

ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.


დრო-და-დრო გაგეღიმება

გულის საკლავად, ნელადა;

უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ

გულის გამხდარხარ მჭრელადა.


ჯერაც ატყვია ჩემს გულსა

შენგნით წყლულები ჭრელადა,

ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,

ვერ გაგიხდები მტერადა!


1886
.

კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 880 | დაამატა: adjara | ტეგები: ცცცცცცცცც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]