შაბათი, 23.11.2024, 12:35
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:27 ვ.ნაბოკოვი -> მომავალ მკითხველს,ჯერარშობილს! | |
შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის, როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს. ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცმევ ფრაკსა და სერთუკს- ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ უზის, დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს დრო გარდასული_შორეული ნიჟარა მუზის. თექვსმეტი სტროფი გვირგვინივიტ ერთად შეკრული, როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი და მყიფე- აჰა,გაბედე და დახლიჩე ცალკე მარცვლებად- ეს ჩემი ძველი სისუფთავე და სიღარიბე. მე აქ ვარ,შენთან,ვეღარაფრით დამემალები, წყვდიადის გავლით აქ,შენს მკერდში დავიდე ბინა, იგრძენ სიცივე?_გამჭოლი ქარი, უძველეს დროის... საკმარისია,მაშ მშვიდობით,კმაყოფილი ვარ! (თარგმნა ნ.ფიფიამ) | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||