ოთხშაბათი, 29.01.2025, 02:33
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:40 უილიამ შექსპირი | |
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს, ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან, წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი, და მიჰყვებიან დღენი ჩვენი ზვირთებს ქაფიანს. სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს, სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას, შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს, და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება. ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება, ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად, მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად, და დროის ცელი,მოქნეული,ყველას გათიბავს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |