.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » უილიამ შექსპირი
21:27
უილიამ შექსპირი


"შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ,
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოსძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა,
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მიუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღეებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ.
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ - სააქაოს თითქმის აღარ ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად.
კატეგორია: ♥სასიყვარულო SMS | ნანახია: 1129 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]