ჩემო კარგო!გილოცავ შობა_ახალ წელს,გისურვებ დიდ სიყვარულს,სიხარულსა და ბედნიერებას.როცა მთელი საიტი გადავათვალიერე,პირველი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება და გამაოცა კიდეც,იყო შენი საოცარი ენთუზიაზმი(მაპატიე,რომ შენობით მოგმართავ,მაგრამ ჩემს შვილზე პატარა ხარ და სხვაგვარად არ შემიძლია)...გამოდის,რომ ამ კეთილშობილურ საქმეს მარტოკა ეჭიდები,ყველაფერს აკეთებ,რომ ახალგაზრდობა მოიზიდო ეს უდიდეს ნებისყოფას და სიყვარულს მოითხოვს,ჩანს,გიყვარს პოეზია,ხოლო ვისაც პოეზია უყვარს,არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს...ამან გადა მაწყვეტინა ცოტათი დაგხმარებოდი,ჩემი მცირე წვლილიც შემეტანა...პროფესიონალი პოეტი არცა ვარ და არც არასოდეს მქონია ამის პრეტენზია, უბრალოდ,როგორც ფილოლოგს,შეხება მაქვს ამ სფეროსთან და მესმის ლექსის ავ-კარგი...თანაც,ჩემი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შემიძლია პასიურობა...,,არც კაცი ვარგა,რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს”...შეგიძლია დამიკავშირდე facebook-ზე .გფარავდეს უფალი!!!(გთხოვ,ჩემს ელფოსტას ნუ გამოაქვეყნებ)
წავიკითხე თქვენს საიტზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ.ძალიან მომწონს ადმინისტრაციის ინიციატივა-ეს მოიზიდავს და დააინტერესებს პოეზიის დამფასებლებს;პოეზია კი სულს აფაქიზებს,ასათუთებს...რაც ასე აქტუალურია ჩვენს რთულსა და გაუხეშებულ დროში,როცა უხამსობამ, ლამის არის,წალეკოს ყველაფერი.პირადად მე არც დარეგისტრირებული ვარ და არც კონკურსში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას,რადგან ჩემთვის ლექსი უფრო მეტია,ვიდრე ნებისმიერი ჯილდო_სულის სალბუნია,ჭირთათმენის თანაზიარია.50 წლის ქალი ვარ,რაც რამ უბედურება არსებობს, ყველაფერი მინახავს ამ ქვეყნად,იყო დრო,როცა სიცოცხლეც არ მინდოდა...მაგრამ პოეზიის სიყვარული მაინც შემომრჩა.შემთხვევით წავაწყდი ამ პორტალს.პირველი ლექსი 24 დეკემბერს გამოვაქვეყნე.ვხედავ ხალხი კითხულობს,კოპირებს ახდენენ,რეიტინგი საკმაოდ მაღალი მაქვს...ჩემთვის ისიც საკმარისია,ადამიანებს სულ ცოტა ესთეტიკურ სიამოვნებას თუ მივანიჭებ.ვიცი,საიტის სტუმრები ძირითადად ახალგაზრდები არიან.მიყვარს ახალგაზრდობა.30 წელია მასწავლებლად ვმუშაობ.პირადი ტრაგედია სწორედ ამან გადამატანინა(22წლისამ ქმარი დავკარგე, 2,5 წლის წინ_ ერთად ერთი ვაჟი წამართვა უკურნებელმა სენმა.)თქვენთან ურთიერთობა მისი მონატრების ტკივილს ცოტათი მაინც მიყუჩებს,ამიტომ ,გთხოვთ,ნუ დაიშურებთ კომენტარებს,შემეხმიანეთ ხოლმე. კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ!ასევე გილოცავთ შობას,უფალი იყოს თქვენი მფარველი!!!!
გამარჯობატ ქალბატონო ნ.კოლხი ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ წერილის გამოგზავნა მინდა რომ დიდი მადლობა მოგიხადოთ რათა ასეთი საინტერესო და უკეთილშობილესი ადამიანი ბრზანდებიტ დიდი ხანია მინდოდა თქვენთან შეხმიანება მაგრამ ვერ ვახერხებდი ან როგორუნდა მომეხერხებინა თქვენ ხომ თავისუფალ დამატების სტილით ამატებდიტ თქვენს ულამაზეს სემოქმედებას . . . ჩემტვის დიდი პატივი იქნება თქვენთან მეგობრობა დატოვეთ შეტყობინება რაიმე მისამართით სადაც სეიძლება თქვენთან კავშირი ან რომელიმე სოციალური ქსელის მისმართი ან რაიმე საიდანაც დაგიკავშირდებით . . . დიდი პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია ..შმაგი