.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » სხარტივი და მარტივი
20:19
სხარტივი და მარტივი


სმარტივი და სხარტივი,

ყველაფერი მარტივი,

აზრის დაბეჩავება,

ტვინის უშნო სათიბი.

მორყეული დრო-ჟამი,

შერყეული გონება,

საცინარზე ტირილი,

სატირალზე გოდება,

ფიქრის ძაფის წყვეტილი,

არსის ურჩი ჩვევები,

არეული გზა-კვალი

დაუაზრო რჩევები…

ამღვრეული მდინარე,

ქაფიანი მორევი,

უცნაური ამინდი,

დათოვლილი გორები.

და მიდამო შეცვლილი,

დედამიწა უმიწო,

გარემო და დროება

აღარ არის უბიწო.

ახლა სივრცეს უსივრცოს

ვდარაჯობთ და ვიღიმით.

თაობებით დაგვიყვეს

ქვეყნები და სიკვდილი.

თუ მარტივი ლოგიკით

გადაითვლი დაუთვლელს,

ყველას ერთად მოხარშავ,

გათლილსაც და გაუთლელს,

ამ მარტივით ლოგიკით,

დროის წამთან თანხმობით,

ყველაფერი ურიგო

რიგიანი გამოდის.

აზროვნება უაზრო,

ფიქრის ბმული წყვეტილი,

საუკუნის კარებთან

დავრჩით გამოკეტილი.

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 805 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]