ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:22
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:00 სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 5 | |
დეას ლუკას შიშველ მკერდზე თავი დაედო და მშვიდად ეძინა. კაცი მის გაშლილ თმებს ნაზად ეფერებოდა, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გაჰყურებდა. უცებ, აცივდა, დეას გაეღვიძა. ლუკამ მას გაუღიმა, თვალებში ჩახედა და მგზნებარედ აკოცა. დეამაც გაუღიმა, თავი ისევ მის მკერდზე დადო და წელზე მაგრად მოხვია ხელები. ......................................... 6 კვირის შემდეგ დეამ შეიტყო, რომ ლუკასაგან ბავშვს ელოდება. -მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა,-უთხრა მან ლუკას, როდესაც ბიჭმა დაურეკა. -როგორი აღელვებული ხმა გაქვს, სად ხარ? -უნივერსიტეტში. -კარგი, ნახევარ საათში იმ კაფეში იმ კაფეში შევხვდეთ, სადაც ერთმანეთი გავიცანით. -არა, კაფეში არა, იქ ხალხია, სჯობს, მარტონი ვიყოთ, მხოლოდ მე და შენ! -კარგი, მანდ გამოგივლი, მერე სადმე წავიდეთ! -გელოდები! .......................................... ლუკამ ხუთსართულიანი შენობის მესამე სართულზე ერთ-ერთი ბინის კარი შეაღო და გოგონაც შეიპატიჟა. -ეს მამიდაჩემის ბინაა, არავინ შეგვაწუხებს, თვითონ სამსახურშია. აბა, მითხარი, რა მოხდა?! დეა ფანჯარასთან მივიდა და ეზოში ჩაიხედა, სადაც 4-5 წლის ბავშვები თამაშობდნენ. კაცი მიუახლოვდა და თმაზე აკოცა. -ნახე, რა საყვარლები არიან!-უთხრა დეამ. -ვიზე მეუბნები? -ბავშვებზე. -ჰო, -მიუგო ლუკამ უგულოდ და სავარძელში ჩაჯდა, საფერფლე წინ დაიდგა და სიგარეთტს მოუკიდა. გოგონა ნელა მიუახლოვდა, სიგერეტი პირიდან გამოაცალა და საფერფლეში ჩაჭყლიტა. კაცმა მას ჩუმად უყურა, მერე წამოდგა, დეას თმებში ხელი შეუცურა, კოცნა დაუპირა. მან თავი გვერდზე გადაწია, ლუკა მოიშორა და ხელში დივანზე დადებული ბალიში აიღო. -ლუკა, მისმინე! კაცი გაღიზიანებული ჩანდა. -რა იყო, ჩემი შეხება აღარ გსიამოვნებს? დაგავიწყდა ის ღამე, სათიბში?.. -არა, არ დამვიწყებია.-არ დაამთავრებინა სიტყვა დეამ- მაინტერესებდა შენც თუ გახსოვდა... -მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება. მინდა, რომ კვლავ განმეორდეს, ისევ და ისევ... შენი ფერებით არსოდეს დავიღლები. ორი ნაბიჯი გადადგა დეასაკენ, ისევ კოცნა დაუპირა. დეამ მის ტუჩებს ბალიში დაუხვედრა, რომელიც კაცმა ხელიდან გამოგლიჯა და მოისროლა. გოგონას სახე და ყელი დაუკოცნა, მან კი ისევ მოიშორა. ზურგშექცევით დადგა და უთხრა: -ლუკა, მე ბავშვს ველოდები... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |