ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:25
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:51 სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა | |
სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს. . . ამ ცოდვილ დედამიწაზე ერთმანეთის გატანაში გვეხმარება. . . საბრალოა ადამიანი, რომელიც უუსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას. . ღმერთი ხედავს ჩვენს ყველა თვისებას, ჩვენს ცოდვებსაც და მანკიერებებსაც, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. . . ჩვენს მითუმეტეს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როცა არ ვიცით ურრთიერთობის ფარული, ბოროტი ზრახვები და ქცევები და ვცდილობთ დადებით, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. . . მაშ, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღვთისმიერი, წრფელი სიყვარულით? რა გვიშლის ამაში ხელს? ალბათ, შური და ის ანგელოზი, რომელიც შურმა ეშმაკად აქცია. . . სიყვარული არ არის შიში. . . სრულყოფილი სიყვარული დევნის მას, რადგან შიში არის ტანჯვა , ღვთისნიერ გრძნობაში კი არ შეიძლება ტანჯვა იყოს. . . სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ამპარტავნობს, არ ჩადის უწესობას, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ მხოლოდ - ჭეშმარიტებით. . . ეს გრძნობა ყოველივეს იტანს და ითმენს, ყველაფრის წამს და იმედი აქვს. . . იგი არასოდეს მთავრდება. . . ყველაფერი რომ დაკარგოს ადამიანმა, სამი რამ მაინც დარჩება: რწმენა, იმედი და სიყვარული. . . ხოლო ამათგან სიყვარული უმეტესია.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |