ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:09
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:49 სიმაღლეში ზრდის პრობლემები (ფიზიკური განვითარება) | |
ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი. გარეშე ფაქტორების რიცხვს ეკუთვნის ბავშვის ასაკთან შეთანადებული ბალანსირებული, ადაპტირებული კვება. ამ ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც მოზარდებში, განსაკუთრებით - ვაჟებში, შესამჩნევად მოიმატა ზრდის ტემპმა. ეს პროცესი უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვების პრობლემა, ფაქტობრივად, არ დგას, ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვთა კვების საკითხი მოუგვარებელია. შესაძლოა, ამიტომაც არის უფროსკლასელებს შორის ამდენი ტანდაბალი მოზარდი. ზრდის დარღვევა სხეულის პროპორციებზეც აისახება. მიიჩნევა, რომ იდეალური პროპორცია - ფეხის სიგრძის (ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილიდან ქუსლამდე არსებული მანძილის) შეფარდება სიმაღლესთან - დაახლოებით 0.61-ის ტოლია. რაც უფრო მეტია ეს თანაფარდობა, მით უფრო ახლოს არის სხეულის პროპორცია იდეალთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო ლამაზია ადამიანი (სილამაზის კონკურსების კრიტერიუმები გაიხსენეთ). სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს მაჩვენებელი 0,52-ს უტოლდება. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ არასაკმარისად დაბალანსებული კვების რეჟიმის, დაავადებებისა თუ სხვა არასასურველი ფაქტორების გავლენით ზრდაში ჩამორჩენა უმეტესად ფეხების სიგრძის მატების შეფერხების ხარჯზე ხდება. მოზარდებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზრდის გენეტიკური პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ, მოკლე ფეხები აქვთ. სიმაღლე და ჰორმონები | |
|
სულ კომენტარები: 0 | |