კვირა, 02.02.2025, 17:55
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:22 შოთა ნიშნიანიძე (სახუმარო) | |
ორშაბათს გოგონა გვიცანი გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი, ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი აუხსენი ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევ პასუხი მომივიდა ვაიმე ბედო უკეთურო, დაბერებულხარო გნოლივითა ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა, თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი ჰოდა თავის მოკვლაც დავაპირე. გათენდა მეორე ორშაბათი ისევ შემეფეთა ეს უღმერთო. ელვამ დამიარა კოჭებამდი დილა მშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?! უნდა სხვანაირად ვსძლიო სვებედს, მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ. ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი არ უღმერთოს მგალობელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |