ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:59
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
23:40 შორიახლოს წვიმაა სადაც მე არ ვსველდები | |
ახლა მჯერა წარსულის, მოგონებებს მითეთრებს, შორიახლოს წვიმაა სადაც მე არ ვსველდები, ჩემს წიაღში სულია ოცნებების ხალათში, დაკარგული იმედით, დარდით მივესვნები... სადღაც ახლა ქარია, როგორც შორის ნაკვთები, სარკის მწვანე ნათება, ახლქაჯური თვალები, შენს ანარეკლს რა ჰქვია? ალბათ ღამის კოშმარი, სადაც მხედავ გალეშილშს, შენ კი არ მეფერები... რა ვქნა ახლა არ ვიცი, მარტოობა დამმარხავს, სული გაიფანტება ყველა არის კუთხეში, ხალხის ცივი ნათება ახლა სახლსაც წამართმევს, მე კი მომეფერება მარტოობა ღამეში... ყველაფერში ლანდია, სადაც მე ვიხედები, აჩრდილები მესტუმრნენ, გაფარდოვდა ქარები... მჯერა სადღაც დაქრიან ის ფერადი ფერები, ახლა მე ვარ უხეშის მოუსვენარ ხელებში... ზარის რეკვა გაისმა, ისახება პირვარი, მოჩვენებას მოელის დატანჯული თვალები, ახლა მტკივა რაღაცა, თითქოსაა სიზმარი, დანისლულა გარემო, სადაც მე ვიმარხები.. ახლა დილის სუსხია, ახლა კვლავაც იმედი, ისევ დილა გათენდა, მოლოდინში მოგელი, მინდა შენი სურვილი და რომ მითხრა : ,, მოვედი", თუმცა მაინც დაიწვა და ჩამიქრა ნათელი.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |