.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » (შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი)
14:47
(შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი)

როგორ ხარ? 
-მშვენივრად!(შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი) 
-რატომ მაკვირდები ასე? 
-ისე, უბრლოდ... რა ხანია არ მინახიხარ, გაიზარდე... 
-შენც. აღარ ხარ ბავშვი... გახსოვს რა გულუბყვილო იყავი... გიყვარდი, გახსოვს? 
-მახსოვს, როგორ არა... ბავშვური და წარმავალი სიყვარული... 
- ხო, აბა რა... რა ხდება ახალი შენკენ? 
-ისეთი არაფერი, თითქმის ძველებურადაა ყველაფერი, უბრალოდ... 
- უბრალოდ რა? 
-უბრალოდ მენატრებოდა... 
-ვინ? 
-არავინ, სითბო მხოლოდ... 
-რა მოხდა? მომიყევი. 
-წავიდა... და ვერც მიხვდა, რომ მჭირდებოდა, რომ შემცივდა... 
-ვინ იყო? 
-რა მნიშვნელობა აქვს... 
-კარგი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი... მაგრამ უნდა დაივიწყო "ის"... შენ ხომ ძლიერი ხარ... 
-ადვილი სათქმელია... 
-შესრულებაც არ არის რთული, მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება! 
- ხო, კარგი, კარგი... 
-აბა, წავედი, მეჩქარება... წარმატებები, ნახვამდის! 
- არ წახვიდე! 
- რატომ? 
-მცივა... 
-აჰა, ჩემი კურტკა მოიცვი... გქონდეს... კარგაად! 
რაც უფრო მშორდებოდა, მციოდა მით უფრო... ისევ წახვედი და ისევ ვერ მიხვდი, რომ შენი სითბო მჭირდებოდა, შენი ჩახუტება.......
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1093 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]