.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
16:51
შენ ჩემი სიცოცხლე ხარ


შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
-გიყვარს?
-ვინ?
-კაი ნუ გამოიშტერე თავი. ვინ და ბექა.
-გადაირიე? რა მიყვარს? მაგას რა შემაყვარებს?
-ხო მოგწონს მაინც?
-არა.
-კაი რა, ელენე, მაგას მაინც ვერ დავიჯერებ. სახეზე გაწერია, რომ გიყვარს.
-მართლა არ მიყვარს, მარი. ჩემი არ გჯერა? ფიზიკურად ძალიან კაია, მაგრამ ცანცარაა.
-ე.ი მოგწონს ხო?
-მარტო გარეგნულად. ხო იცი, რომ ვერ ვიტან, სულ ვჩხუბობთ. ეგ რამ გაფიქრებინა, რომ მიყვარს?
-რაც გინდა ის თქვი, სულერთია, მე ვიცი, რომ გიყვარს.
ელენემ მართლა არ იცოდა, რომ ბექა უყვარდა. ისინი კვირაში სულ რამდენჯერმე ნახულობდნენ ერთმანეთს და იმ დროსაც ჩხუბში ატარებდნენ. ერთმანეთს დასცინოდნენ, აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ. რომ ეკითხა ვინმეს რა აჩხუბებდათ ეტყოდნენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მიზეზი კი იმდენი ქონდათ მოსმენით დაიღლებოდა ადამიანი.
-ლამაზია მაგრამ ქაჯია.
-ქაჯი არაა, უბრალოდ არ უყვარს დათმობა. Mმგონი უყვარხარ.
-ვის? ელენეს? რა ვუყვარვარ ბიჭო ვეზიზღები ვერ ხედავ?
-შენ ეგრე გგონია. ბევრმა ჩხუბმა ბევრი სიყვარული იცის.
Bბექა იმ საღამოს დიდხანს ფიქრობდა ნიკას ნათქვამზე. მართლა აინტერესებდა რატო ჩხუბობდნენ ყოველთვის ის და ელენე. დაღლილი იყო ამ გოგოსთან ჩხუბით. მისი სილამაზე ისე უფერულდებოდა ბექას თვალში ამდენი ჩხუბით, რომ ვეღარ აღიქვამდა როგორც ლამაზ და ნაზ გოგონას. ის შეჩვეული იყო გოგოებისგან ყურადღებას. ელენე კი სულა სხვა შემთხვევა იყო. გარდა ამისა, ბექა საკუთარ თავზე შეყვარებულ ბიჭების რიცხვს მიეკუთვნებოდა. სიამოვნებდა, როცა გოგოები უკან დასდევდნენ. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე გამოიტანა დასკვნა, რომ ელენეს ის მართლა უყვარდა. მერე სიამაყის გრძნობაც დაეუფლა. ადამიანს, რომელსაც ყველაფერში მეტოქედ ღიქვამდა და ეჯიბრებოდა, იგი უყვარდა. Aბექას ეგონა ელენეს სუსტი წერტილი იპოვა მაგრამ არ იცოდა, რომ მასაც უყვარდა იგი. იმ საღამოს კიდევ ბევრი იფიქრა ამაზე და ბოლოს ფიქრში ჩაეძინა.
Gგავიდა რამოდენიმე დღე. Bბექა, ელენე, ნიკა და მარიამი ერთად მიდიოდნენ სახლში. როგორც ყოველთვის ბექა და ელენე რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და კამათობდნენ.
-აუ, თქვენ მაგრად დამღალეთ რა, სულ ჩხუბობთ რა არის?-ჩაერია მარიამი.
-მე ვიცი რატომაც ჩხუბობენ. -თქვა ნიკუშამ და გაიღიმა.
Eელენემ შეხედა ნიკუშას გაკვრვებულმა.
-მაინც რა გვაჩხუბებს არ მეტყვი?
-მე გეტყვი.-უთხრა ბექამ.
-ოჰ, რა იყო, მორიგი ბრძნული აზრი მოგადგა მაგ ცარიელ თავში?-და სიცილი დაიწო ელენემ.
-არა ბრძნული რატო. ფაქტს გეუბნები. შენ გიყვარვარ და მაგიტომ არის, რომ სულ მეჩხუბები. Eახლა არ მითხრა ეგრე არ არისო, სიცილით მოვკვდები.
Eელენეს სახეზე რაღაც უცნაური გრძნობა გამოეხატა. ისეთი, ადამიანს კაცი რომ არ მოუკლავს და ცილს სწამებენ მოკალიო. ჯერ მაგრად გადაიხარხარა. მერე კი გადაირია.
-მიყვარხარ? ღადაობ? შენს თავს რა შემაყვარებს? Dდედამიწაზე მამრობითი სქესის წარმომადგენელი ერთი ადამიანიც, რომ არ დარჩეს, შენ მაინც არ შემიყვარდები. Eეტყობა მაღალი სიცხე გაქვს Dდღეს განსაკუთებით, ისე სიცხე შენ სულ გაქვს, მაგრამ დღეს მოიმატა, ალბათ. Mმაგაზე სასაცილო ჯერ არაფერი მომისმენია. ინდურ ფილმბს ხშირად უყურებ ხოლმე და გამოშტერდი.
-რამდენიც გინდა იმდენი მლანძღე, მე ვიცი, რომ გიყვარვარ. ძალიან კი გინდა, რომ მეც მიყვარდე მაგრამ შენნაირ ქაჯს რა შემაყვარებს.
Eელენემ და ბექამ იმ საღამოს კიდევ ბევრი ლანძღეს ერთმანეთი და ბოლოს დაშორდნენ კიდეც. სახლში მისული ელენე გაბრაზებული იყო საშინლად. შეურაცხყოფილად თვლიდა თავს. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ბექა ყვარებოდა. Yყველაფერს იფიქრებდა და მაგას არა.
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ბექაზე ფიქრი. თავისთავს აკვირდებოდა. იქნება და ბექამ სიმართლე თქვა. მართლა ხომ არ მიყვარსო. Mმაგრამ ამის მისახვედრად დიდი დრო დასჭირდა. ზუსტად ნახევარი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებმა გაიარა. როცა ყველანი დაბრუნდნენ თბილისში ერთმანეთის ნახვა გადაწყვიტეს.
Eელენემ ბექა რომ დაინახა გული სიხარულით აევსო. იმ დღეს არ უჩხუბიათ. რაღაც ყველა ერმანეთის მონატრებული იყო და კამათის სურვილი არავის ქონდა. ელენე ამ დღის მერე მიხვდა, რომ ბექა უყვრადა. ის მას სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ძალიან იტანჯებოდა. Bბექა იმდენად ლამაზი და ამაყი ბიჭი იყო, ეგონა, რომ არასოდეს შეიყვარებდა. Gგარდა ამისა, რაც მათ ერთმანეთი ყავდათ ნალაძღი, ერთად ყოფნა აუხდენელ ოცნებად მიაჩნდა. ბექასაც უყვარდა ელენე, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებდა. თავის თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში.
Bიგი შიგადაშიგ სარკაზმით წარმოთქვამდა ხოლმე ელენეს მისამართით ფრაზებს, და თან სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა. ელენე მიუხედავად იმისა, რომ ბექა უყვარდა, ცდილობდა ეს არ შეემჩნია და ტრადიციას არ ღალატობდა, მას ეგონა ბექა არასოდეს შეაიყვარებდა და თავადაც არანაკლებ ამაყი გოგო, ბექას რეპლიკებს მშვენივრად იგერიებდა.
მარიამის დაბადების დღე იყო. ყველანი შეიკრიბნენ მარისთან სახლში. ელენე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ყველა კომპლიმენტს ეუბნებოდა. Gგოგონამ იცოდა, რომ მართლაც ლამაზი იყო და თავი ამაყად ეჭირა. ბექა მოგვიანებით მოვიდა და თან ერთი გოგო მოიყვანა. მეგობრებს როგორც თავისი შეყვარებული ისე გააცნო. ამის გაგონებაზე ელენე, რომელიც მზესავით ანათებდა იმ საღამოს, ერთ წამში ჩაქრა.
-ელენე დღეს ძალიან ლამაზი ხარ.-უთხრა ბექამ. თან გაიფიქრა მართლაც რა ძალიან ლამაზია დღეს.
-ლამაზი? ალბათ, საკმარისად ლამაზი არა.- თქვა ელენემ და აცრემლებული თვალებით შეხედა.
ბექას ელენეს თვალზე ცრემლი არასოდეს ენახა. Gგაოცებული უყურებდა.
-ტირიხარ?
-არა, მე რა ამატირებს. ქაჯები არასოდეს ტირიან. ისინი ვერც სხვებს გაეჯიბრებიან სილამაზეში.
-რა იყო ეჭვიანობის სცენას ხომ არ აწყობ?-გაეცინა ბექას. -ჩემი შეყვარებულის შეგშურდა? მისნაირი ვერ გახები მაინც. შეიძლება ლამაზი ხარ დღეს მაგრამ ის ულამაზესია.
ელენე გაშეშდა. ბექას სიტყვებმა მიწასთან გაასწორა.
-რა იყო? სიმართლე მწარეა? ადამიანმა რომ გკითხოს არ გიყვარვარ, ასე რამ გაგაბრაზა?- ბექას არ უნდოდა ასეთი საშინელებების თქმა, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. ელენეს დამცირების საშუალება მიეცა და აღარ ინდობდა. კიდევ ბევრი საზიზღრობა უთხრა ელენეს. გოგონა იდგა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. უსმენდა ბექას და ფიქრობდა, რაღა მაინცდამაინც ის შეუყვარდა. Bბექამ ლაპარაკი, რომ დაამთავრა ელენეს თვალებში ჩახედა და შერცხვა. მას არ ქონდა ელენეზე გამარჯვებით დატკბობის სურვილი. მის წინ იდგა ძალიან ნაზი და სათუთი არსება, რომელიც მთლიანად გაანადგურა. უნდოდა ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ელენემ შეხედა ბექას და უთხრა: "მეცოდები”, ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მან თქვა და წავიდა.
Eელენე რომ წავიდა ბექა გვიან მოვიდა გონს. სინდისი ქენჯნიდა. იფიქრა უკან გაკიდებოდა და ეთქვა, რომ სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ვერ იპოვა. Eელენე უკვე წასული იყო. მარისთან აღარ მიბრუნდა. ქვაზე ჩამოჯდა და ფიქრობდა თავს საქციელზე. გული ტკიოდა ელენეს ასე რომ მოექცა. მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. Gგადაწყვიტა დაერეკა მისთვის, მაგრამ ტელეფონი გათიშული ქონდა.
Eელენე მეორე დღეს ქალაქიდან წავიდა. ერთ კვირაში კი ქვეყანაც დატოვა. კიევში წავიდა ძმასთან. ბექა ელოდა მის დაბრუნებას, მაგრამ ელენე აღარ დაბრუნდა. როცა რეკავდა გოგონა არ პასუხობდა. მერე ერთადერთი ფრაზა მიწერა: "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”. ბექა დიდხანს ელოდა ელენეს დაბრუნებას, მაგრამ ტყუილად. ელენე ძალიან კარგად ხატავდა, მას კიევში სწავლის გაგრძელება შესთავაზეს და ისიც დარჩა. ბექა მთელი სიცოცხლე ნანობდა თავის საქციელს. ელენე ენატრებოდა, მაგრამ ბოლოს რეალობას შეეგუა. გავიდა დრო და ცოლი მოიყვანა. ლეენე კი ხატავდა. ბექა ახსოვდა ყოველდღე, ყოველ წამს, მაგრამ ის დაბრუნებას არ აპირებდა. დამცირების პატიება არ შეეძლო.

-წარმოგიდგენთ ნამუშევარს სახელწოდებით "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”- გაისმა ეს სიტყვები და დარბაზში პორტრეტი შემოიტანეს. მოხუცის თველებიდან ცხელი ცრემლები ჩამოგორდა. მისი სახე ცრემლებმა დაღარეს. პორტრეტიდან 20 წლის ბექას მხიარული სახე იმზირებოდა. ის იღიმოდა უდარდელად, მხატვარს არაჩვეულებრივი სიზუსტით აღებეჭდა მისი სახე. მოხუცი უყურებდა ამ ნამუშევარს და ის საღამო გაახსენდა, მარისთან სახლში. მას მერე 50 წელი გავიდა. ნახატი კი ახალი შესრულებული გახლდათ. "მაპატიე გთხოვ, გთხოვ მაპატიე”. Aამ სიტყვებს ჩურჩულებდა მოხუცი და ჩუმად იწმენდდა ცრემლებს. ეს ელენეს ბოლო ნამუშევარი გახლდათ, მან იგი ისეთი დახატა, როგორიც ახსოვდა და უყვარდა. ელენე აღარ იყო. მას არაფერი დარჩა ამ ქვეყნად, გარდა პორტრეტისა "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1057 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]