პარასკევი, 17.05.2024, 07:49
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:26 შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა | |
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა, ამ მშორდებოდი წუთით, საათით, რომ სიარული გესწავლებინა შენც დადიოდი ჩემთან ტაატით. მე შენი წმინდა შუქი მეფინა, შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი, რომ ლაპარაკი გესწავლებინა, შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით. დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები, თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო, შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი, რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო. თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ, რამდენჯერ სენმა ხელი დამრია, დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა, თმებში ჭაღარა შემოგპარვია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |