.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის
20:14
შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის

შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის, 
მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ, 
მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია, 
რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ.

მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს, 
შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას, 
შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები, 
სულ ასე დარდში და სევდაში გავლევ ცხოვრებას.

მე ამ სიტყვებით ჩემ სიყვარულს კი არ გიმტკიცებ, 
ვიცი, ეს მაინც არაფერს ცვლის ამ წუთას ჩვენთვის, 
უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძლიერ მიყვარხარ, 
მსურს ჩემი იყო და ვცხოვრობდე მე მხოლოდ შენთვის.

მინდა ვტკბებოდე შენი კოცნით შენი ფერებით, 
და თბილ სისველეს ვგრძნობდე შენი ტკბილი ტუჩების, 
მსურს ერთად ვიყოთ, არასოდეს არ დაგშორდე და 
ბედნიერებით იყოს სავსე ჩვენი გულები.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1004 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]