.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » შემოდგომის სურათი
22:17
შემოდგომის სურათი


შემოდგომის სურათი

ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები,
ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიანჭრიალითზარმაცადზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიანთვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიანდალიედაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენქშინავენთვრებიან,
მტევნებიჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან

ნოდარ დუმბაძე
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1392 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]