ოთხშაბათი, 04.02.2026, 17:32
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:55 საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება; | |
![]() ეს ის ჟამია, როცა ბულბულის სტვენა ტოტიდან შემოგესმება, ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება; როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს, ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს; მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს, ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს; ტალღას სილურჯე გაუღრმავდება; ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება. ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე. ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება, მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |