.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა...
23:45
სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა...


სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა... 
სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა... 
ფეხს უჩქარებდა, ალბათ სციოდა... 
ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა... 
პატარა გულში ტკივილს მალავდა, 
გული კი უკვე ძლიერ ღელავდა... 
სიცივისაგან სულ კანკალებდა, 
ხელებს კი პატარა ჯიბეში მალავდა... 
სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა, 
იქვე შეჩერდა, კიდევ ჩაფიქრდა... 
მწარე უარი რომ გაახსენდა 
თავი დახარა და ისევ ატირდა... 
დასრულდა უკვე მისთვის ყოველი... 
მის ბოლო წუთებს ითვლიდა... 
არ ადარდებდა მას არაფერი 
და ნაპირთანაც ახლოს მივიდა... 
სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა... 
ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა... 
გოგონას გული უკვე არცემდა 
და ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა...!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 871 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]