.

მთავარი » ♥საახალწლო ლექსები 2013



მოვა, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
ნოდარ დუმბაძე
ატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 |ნახვა: 974| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საახალწლო კარნავალზე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
მორის ფოცხიშვილი
« 1 2 3