.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური?
12:39
როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური?

ცნობილია, რომ ქალი არის სუსტი სქესის წარმომადგენელი, ამიტომ იგი ყოველთვის უნდა გამოირჩეოდეს ელეგანტურობით და ქალურობით.თუმცა სამწუხაროდ ყველა ქალბატონი არაა დაჯილდოვებული ამ ყველაფრით. საინტერესოა, როგორ გავხდეთ უფრო ქალურები და ელეგანტურები.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

გავხდეთ ქალური: დავიწყოთ ტანსაცმლით
თუ გვუსრს რომ რაელურად გავხდეთ ქალური, მაშინ ჩვენს გარდერობში რაღაც კორექტივები უნდა შევიტანოთ.

ტანსაცმელი უნდა იყოს ნათელი და მშვიდი ფერის. იგი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ქალურობასა და სინაზეს. არავითარი უხეში და შავი ფერის ტანსაცმელი.

1. შარვალი-არა, ქვედაბოლო-კი!

შეეცადეთ შარავლი ჩაიცვათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გათავისუფლდით ჯინსებისა და შარვლებისაგან. უფრო ხშირად ჩაიცვით კაბა და ქვედაბოლო. ქვედაბოლო თქვენ ქალურობაას შეგმატებთ.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

2. ქუსლიანი ფეხსაცმელი არ დაივიწყოთ!

ქუსლიანი ფეხსაცმელი შეგმატებთ ქალურობასა და გამოგიმუშავებთ ლამაზ სიარულს. მაგრამ თუ თქვენ აქამდე დადიოდით კედებითა და ბოტასებით არ ღირს მაშინვე ძალიან მაღალ ქუსლებზე შედგომა. ჯერ დაიწყეთ საშუალო ზომის ქუსლიდან.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

3. სახლის ტანსაცმელი

გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა იმისათვის, რომ გახდეთ ქალური შესაძლებელია ადვილად ჩაიყაროს წყალში სახლის ტანსაცმლის წყალობით. არ ჩაიცვათ ხალათი და უფორმო "შლოპანცები" სახლში. საშინაო ტანსაცმლად გაიხადეთ რაიმე ნაზი სარაფანა და ფეხსაცმელი.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

4. გამოიყენეთ აქსესუარები!

შარფები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები და მძივები, სათვალე, ხელთათმანები, ქუდები, სხვადასხვა მიზნებისათვის, ქოლგები, ქამრები, ჩანთები - ყველაფერი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ქალური სტილის. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

გავხდეთ ქალური: მივხედოთ საკუთარ თავს
ნებისმიერი ქალი უნდა გამოოიყურებოდეს იდეალირად ყოველთვის. განურჩევლად ასაკისა და ფიგურისა.

1. საკუთარი გარეგნობის სიყვარული ისწავლეთ!

მუდმივად იყავით კარგ ფორმაში. იზრუნეთ თმაზე, ფრჩხილებზე, კანზე. შეეცადეთ თვეში ორჯერ მაინც ჩაიტაროთ კოსმეტოლოგიური პროცედურა სალონში ან სახლში დამოუკიდებლად. გახსოვდეთ რომ თქვენი ფრჩხილები და თმა ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

2. მეტი იმოძრავეთ!

თუ გსურთ გახდეთ უფრო ქალური დაკავდით ვარჯიშით და საერთოდ ჯანსარი ცხოვრებით. ქალურობა ხომ სილამაზე და ჯანმრთელობაცაა სხვა დანარჩენთან ერთად. ვარჯიში დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. დარწმუნებული ვარ არავისათვის არაა სასიამოვნო ცელულიტი, ზედმეტი ქონა და სწვა ფიზიოლოგიური უბედურებები.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

გავხდეთ ქალური:გამოვიმუშავოთ კარგი მანერები.
თუ გსურთ იყოთ ქალური მაშინ უნდა გამოიმუშაოთ კარგი მანერები, რათა ყველასათვის სასიამოვნო ქალი იყოთ.

1. გაიღიმეთ!

გაუღიმეთ ყველას. ღიმილი გაქცევთ მშვენიერ ქალბატონად. წარმოიდგინეთ ლამაზ კაბაში, ფეხსაცმელსა და ჩანთაში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც უხეში გამომეტყველება აქვს. იგი ხომ ვერავის მოხიბლავს. ამიტომ გაიღიმეთ, მაშინაც კი როცა მოწყენილი ხართ.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

2. თქვენ მშვენიერი ხართ

გჯეროდეთ თქვენი სიმშვენიერისა. თუ თქვენ მოგწონთ საკუთარი თავი, მოეწონებით სხვასაც და თუ პირიქით, მაშინ საწინააღმდეგო გრძნობას მიიღებთ სხვებისგანაც.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

3. იყავით სასიამოვნო თანამოსაუბრე

იყავით სასიმოვნო თანამოაუბრე. მოუზმინეთ ადამიანს ბოლომდე და იყავით მზად დაეხმაროთ მას და მისცეთ რჩევა ნებისმიერი სიტუაციაში. ეს თქვენი ქალურობის ასამაღლებად ნამდვილად დაგეხმარებათ.

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

ელეგანტურობის წესები

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

ელეგანტურობა არის ეფექტურობისა და უბრალოების ატრიბუტი. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება გემოვნების სტანდარტად. თუმცა შეიძლება გეცვას გემოვნებით, მაგრამ არა ელეგანტურად.

არსებობს სამოსის ნაირსახეობა, რომელიც საშუალებას გაძლევს ელეგანტურობას მიაღწიო შედარებით ადვილი საშუალებებით. 

ქალის კოსტიუმი, ჟაკეტი სარჩულით და ქვედატანი ან შარვალი – საქმიანი ყოველდღიური ხასიათის უნივერსალური სამოსია, რომელიც ადვილად ტრანსფორმირდება სადღსასწაულო - ოფიციალურად. მას ატარებენ შენობაშიც და ქუჩაშიც.

კოსტიუმთან შესახამებელი დანამატები (რაღა თქმა უნდა გარემოებების შესაბამისად) უნდა შეირჩეს ხასიათის წყობასთან მიმართებაში: კეკლუცი მხიარული ხალისიანი ქალბატონებისთვის უნდა შეირჩეს დაჩითული მკვეთრი ნახატები ბლუზებსა და კაშნებზე, ცხვირსახოცებზე. ხოლო თავშეკავებულ, ჩაკეტილობისკენ მიდრეკილ, შეიძლება ითქვას მკაცრ ქალბატონებს მოუხდებათ რბილი, მომრგვალო საყელოები, ფერადი კოლგოტები, ღია ფერის ხელთათმანები, კოხტა ფეხსაცმელი. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

როგორ გამოიყურება გვერდიდან ელეგანტური ქალბატონი? დგომა - რბილად დაშვებული მხრები, სწორი, მაგრამ არა "ფიცარივით” ზურგი; ოდნავ შეწეული მუცელი, თითქოს "შეკეცილი”; მუხლებში გამართული, ოღონდ დაძაბვის გარეშე, ფეხები პარალელურად მდგარი ტერფებით; იდაყვებში ოდნავ მოკეცილი ხელები და აწეული, მაგრამ არა "აბზეკილი” ზემოთ ნიკაპი. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

სიარულის მანერა - მსუბუქი, უნდა მოძრაობდეს ფეხები და არა თავი, თეძოები, ხელები. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მუხლები სრულად უნდა იშლებოდეს, ფეხი უნდა დადგათ მთლიან ტერფზე, არა იაროთ ფეხის წვერებზე ცუნცულით ან მხოლოდ ქუსლების დადგმით, მიუხედავად იმისა, მაღალქუსლიანია თქვენი ფეხსაცმელი თუ არა. მსუბუქი სვლის მანერა, სწორი დგომა ქმნიან ტანადობისა და მაღალის შთაბეჭდილებას ადამიანის რეალური ფიზიკური მონაცემების მიუხედავად. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

ჟესტები – რაც შეიძლება ნაკლები, არა გაფანტული, განსაზღვრული: თავის მსუბუქი დაკვრა (დასტური), არამკვეთრი ხელის მტევნის გაქნევა (და არა მთელი ხელის) ნათქვამთან ერთად, არა მკვეთრი თავის მობრუნება ვინმესთვის მიმართვის შემთხვევაში ან თქვენთვის მომართვვის პასუხად. ამისათვის ტანსაცმელიც მოხერხებული უნდა იყოს – სახელოები მაჯას არ უნდა სცდებოდეს, საყელო (ბანტი, კაშნი) კისერს არ იჭერდეს და არ მოექცეს გვერდზე თავის მობრუნებისას. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

პოზები – ბუნებრივი. ფეხზე დგომისას შეიძლება ერთი ფეხის ოდნავ მუხლში მოხრა და ოდნავ წინ გამოდგმა ან უკან დატოვება; თუ კაბა გრძელია ან საკმარისად ფარავს მუხლებს, შეიძლება ფეხების გადაჯვარედინებაც, ერთ-ერთი ფეხის წვერზე დაყრდნობით: ჯდომისას (ტრანსპორტში ან ისეთ ადგილზე, სადაც ხალხი მოძრაობს) ფეხები უნდა დაალაგოთ პარალელურად, მუხლები არ დააშოროთ ერთმანეთს, მაშინაც კი, თუ შრავალი გაცვიათ. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

მანერები არ უნდა იყოს გამოწვევი. საუბრისას ნუ უტრირებთ მიმიკით, ნუ გაიცინებთ ძალიან ხმამაღლა. ერთი სიტყვით, ნურაფერს გააკეთებთ ზედმეტად, გადაჭარბებით, იყავით ბუნებრივი და ნუ მოუშვებთ თქვენამდე მოსაწყენ მოჩვენებით გულგრილობას ყველასა და ყველაფრის მიმართ. 

როგორ გავხდეთ უფრო ქალური და ელეგანტური

მთავარია მოინდომოთ, გაითვალისწინოთ უბრალო წესები და ნამდვილად გახდებით უფრო ქალურები და მიმზიდველები!
 
კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 1237 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]