.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს ,,გიორგობას"
12:55
ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს ,,გიორგობას"

ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს ,,გიორგობას" მრავალს დაესწარით წმინდა გიორგი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი მისი მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს 



23 ნოემბერს სრულიად საქართველო ,,წმინდა დიდებულისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა"დღესასწაულს ზეიმობს...წმინდა გიორგი
წმინდა გიორგი ქრისტიანულ ჰაგიოგრაფიაში (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) იყო კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი (ორთოდოქსი) ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.


ტროპარი: „ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

კონდაკი: „მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა."
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 1055 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]