ხუთშაბათი, 21.11.2024, 15:39
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:00 ყველაფერი კარგად იწყება | |
ყველაფერი კარგად იწყება, ძნელად ვითარდება და ხშირ შემთხვევებში ცუდად სრულდება. ძნელია ცხოვრება ისე გალიო, რომ შენით ყველა კმაყოფილი იყოს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. წამს წუთი მოსდევს, დღეს ღამე, სიკეთეს ბოროტება და ასე უსასრულოდ... თითქოს ნორმალურად მიედინება ყველაფერი, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და ცხოვრების წესს თვითონ ქმნიან. ცხოვრობენ დღევანდელი დღით, რადგან არ იციან ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, რადგან ითვალისწინებენ, რომ შეიძლება სხვა დროს არ ჰქონდეთ სითყვის თავისუფლება საკუთარი აზრების გამოსახატავად. აკეთებენ რისი გაკეთებაც უნდათ და მართებულად მიაჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი სხვა დროს ექნებათ თუ არა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ ამასთანავე არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად და სახელის მოსახვეჭად ყველაფერზე მიდიან. ღირსებებს თელავენ და პატიოსნებას არ უფრთხილდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია გახდნენ პოპულარულები და ამისთვის ყველაზე ადვილ გზებს პოულობენ, რომ თავის შეწუხება არ მოუხდეთ. მათ ჰყავთ ,,შავი საქმეების" შემსრულებელი ,,ერთგული ფინიები", რომლებიც მაღალ ანაზღაურებას პატიოსნებაზე დაუფიქრებლად ცვლიან. ასეა ცხოვრება მოწყობილი, დღეს გვილხინს, ხვალ გვიჭირს და ზეგ იმედს არ ვკარგავთ, რომ დღევანდელი დღე დაბრუნდება. რომ ვკვდებოდეთ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ დაგვმარხავს. ადამიანში თვითგადარჩენის ინსტიქტი კარგად არის განვითარებული, მაგრამ სხვებისთვის ცუდად გამოსდის მისი სისრულეში მოყვანა. თუ სხვისი არ გააფუჭე შენსას ვერ მოიწყობ, თუ სხვას არ ავნე, შენ ვერ ნახავ სარგებელს, თუ სხვა არ გააუბედურე, შენ ვერ იქნები ბედნიერი...მეზიზღებიან ანგარებიანნი. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და თვითგადარჩენის ინსტიქტი ასე, ზედმეტად გქონდეს მონაგრებული. და იყო სოფელი ესე...ადამიანს ადვილად მისაღწევი უფრო იზიდავდა ვიდრე ძნელად და შრომით მოსაპოვებელი, საკუთარის გასალამაზებლად სხვისას ამახინჯებდნენ, ეგონათ, რომ თუ არ მოკლავდნენ თვითონ ვერ იცოცხლებდნენ. რა საინტერესოა ასეთ ადამიანებს არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის, რომელს აირჩევდნენ?.. ღმერთი მევახშე არ არის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები დათვალოს. უფალი გაგვინათებს გონებას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის რაც დავიწყეთ. უფალმა შეგვქმნა და მანვე ჩაგვსვა გალიაში, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ გვემღერა. ანუ მოგვივლინა განსაცდელი, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ მას გავმკლავებოდით. ძნელია გაიარო გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც იცოცხლო. ცხოვრება ომია, ომი. შეიძლება ბევრი ბრძოლა წააგო, მაგრამ ყველაზე მთავარია ომი მოიგო. მოთმინებით უნდა შეხვდე ყოველ ფიასკოს, რადგან მომდევნო ბრძოლაში შენ გაიმარჯვო. წარმატებისთვის იმდენივე უნდა იშრომო რამდენსაც უფალი აკეთებს ყოველდღიურად შენთვის. მიტევება უნდა შეგვეძლოს. ან ჩვენ ვინ ვართ, რომ არ მივუტევოთ მაშინ, როცა უფალმა მთელს კაცობრიობას მიუტევა მისი სიკვდილი. არ უნდა დაგაბრმავოს ბოღმამ და სიძულვილმა! შურისძიების სურვილი არ უნდა გამოძრავებდეს არავის მიმართ! პირიქით ცხოვრება უნდა გიხაროდეს, რადგან გითენდება და გიღამდება, უნდა ეცადო ამ მონაკვეთში ისეთი რაღაცები გააკეთო, რომ წინ კეთილად დაგხვდეს. საკუთარი ბედნიერებისა და წარმატებისთვის შენვე უნდა იბრძოლო და როცა ამ ყველაფერს სუფთად და უბოროტოდ გააკეთებ, უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებს. მზეკო ჟვანია | |
|
სულ კომენტარები: 0 | |