.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ყოველ ღამე ოთხ პოეტს რომ სტკივა სული
18:19
ყოველ ღამე ოთხ პოეტს რომ სტკივა სული


ყოველ ღამე ოთხ პოეტს რომ სტკივა სული
მეც მომინდება მათთან ერთად გადაშლა გულის..

აკაკის სევდა მთელ თბილისში იღვრება
ვაჟაც უსაზღვრო სევდით და დიდი ტკივილით ივსება
ილიას ცრემლით ტანჯული მიედინება რიონი
ქვაზე კი ჩაფიქრებული დამჯდარა გალაკტიონი..

და ყოველ ღამე სევდით აღსავსე ოთხი პოეტი
დადის ქუჩებში და რაღაცას ძლიერ მოელის
ვუსმენ მათ და უცებ ტკივილის მეცემა ლოდი
თურმე არასდროს,არაფერი მე არ ვიცოდი

მეგონა შემეძლო რაიმეს წერა
მეგონა პოეტი ყველა მწერალს ერქვა..
თურმე შევცდი და..მომაწვა სევდა
ამ სევდას გზაში წუხილი შეხვდა

დღესაც ქალაქში სიბნელე ჩამოწვა
ეს ოთხი პოეტი კვლავ ქვაზე ჩამოჯდა
მეც მსურს რომ ვიყო ოდესმე მდიდრონი
ვით ვაჟა,ილია,აკაკი და გალაკტიონი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]