ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:03
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:21 ფსიქოლოგთან-1 ნაწილი | |
"იყო უბრალოდ ასე...ხელში ვიგრძენი ძალა, გულმა მითხრა ასე "ქენიო" და მეც მოვკიდე ხელი იარაღს და მივხვდი უნდა მომეკლა...არავინ უსმენდა რას ამბობდა ტვინი....ჭკუა-გონება....არ ვუსმენდი მაშინ როცა შეწყალებას მთხოვდა, როცა ტიროდა თვალს ვარიდებდი, რადგან მეშინოდა მისი ცრემლების დანახვა, საცოდავი, შეშინებული თვალების შემჩნევა...ახსოვს როგორ იპარებდა ხელებს სახეზე და განწირული კიოდა "მიშველეთო...", ვინ უშველიდა?! ჩემს ხელში იყო, ვერც გამირბოდა, მიმწყვდეული მყავდა პატარა თაგვივით და იმას ვუზავდი რაც მომინდებოდა... მეკიდე მისი სისხლის დანახვა მინდოდა, მისი გაყინული, უგრძნობი მზერის, მისი ხელი მინდოდა ხელში მჭეროდა და მოვფერებოდი...მერე რა თუ ვერ იგრძნობდა....ჩემი საკუთრება იქნებოდა, მერე რა თუ იქნებოდა ჩუმად...არ გაიღებდა ხმას, მე დაველაპარაკებოდი და ვეტყოდი თუ როგორ მიყვას..."-კაცი სკამზე იჯდა და ცრემს იწმენდდა. მის წინ მდგომი ქალი, რომელიც გაღებულ პანჯარასთან იდგა გულმოდგინეთ უსმენდა. როცა კაცი გაჩერდა, ცოტა ხანი დააცადა, მერე კითხა წყალს ხომ არ ინებებთო, კაცმა იუარა და მოყოლა გააგრძელა: " ასე იყო.... ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე. ეტკინა. და ამოიკვნესა. ძალა აღარ ქონდა ტირილისგან და შიშისგან დალეულიყო. მიყვარხართქო დავუყვირე.... და იცით რა მიპასუხა?! -არა! არ გიყვარვარ! ამას სიყვარული კი არა სიგიჯე ქვია... შენ ვერახარ! ავადმყოფო! თან ტიროდა. ხელი ვსტაცე, კისერში მოვუჭირე. -ნადირო! დამახრჩობ?! გიჟო!-მიყვიროდა...უფრო მაგრად მოვუჭირე. -გამიშვი! გამიშვითქო!- არ ვუშვებდი....მინდოდა მომეხრჩო..... -მოიცა! მოვა ჩემი ქმარი! არანორმალურო! საკუთარ სახლშიც არ მასვენებ! კრეტინო! -მისი ლანძღვა უფრო მაბრაზებდა. გამაზსენდა მისი ქორწილის დღე, არც კი დამპატიჟა.... გამახსენდა რა ლამაზი იყო საქორწილო კაბაში, როგორ იღიმოდა, როგორ უხაროდა.... მერე გამიელვა აზრმა იმ დღეს მისი ქმარი დაეუფლა, და საოცრად შემზიზღდა იგი...ქმარი?! ქმარი ისედაც მძულდა....ახლა ეს შემზულდა ქალიშვილი იყო და ქალი გახდა სხვის ლოგინში...ჩემი უნდა ყოფილიყო და არა მისი! ჩემი მხოლოდ ჩემი!....დახრჩობა ადვილი საქმე იყო....მე მინდოდა მისი სისხლი დამელია, მინდოდა ეგემათ ჩემს ტუჩებს მისის ბლანტი სისხლი... არ მიფიქრია იმ წამში არაფერზე უბრალოდ იარაღი ამოვიღე და შუბლში ტყვია დავახალე....მოკვდა...მოკვდა....გათავდა მისი და ჩემი ტანჯვა....მისთვისაც და ჩენთვისაც უკეთესი იყო სიკვდილი...და უნდა მომკვდარიყო ის რათა მე მომევლო მისი საფლავოსთვის, რატა სიკვდილიდ მერე ჩემი გამხდარიყო...ჩემი ყოფილიყო."კაცი გაჩერდა. ქალი გვერდში მიუჯდა. ოთახში ნიავი უბერდავდა. -დაამთავრეთ თხრობა?! -არა...ჯერ არა... -თუ გნებავთ ხვალ განვაგრძოთ.... კაცი დაფიქრდა. -კარგი მასე იყოს...კაცი ადგა და კარისკენ წავიდა. -ბატონო კახა...დაუძახა ქალმა. -დიახ?! -ასაკი შემახსენეთ თქვენი, ანკეტისთვის მჭირდება.... -57...... ქალმა ჩაინისნა. -მადლობა... -ნახვამდის.... -კარგად.... და კახაც მძიმე ნაბიჯებით გაუყვა კლინიკის დერეფანს. დატოვა ლიაკოს (ფსიქოლოგის) კაბინეტი, რომელსაც სტუმრობდა ხოლმე კვირაში ორჯერ....სამჯერ...ოთხჯერ...მაშინ როცა საოცრად მოერეოდა სევდა, და მარტოობის შიში...... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |