.

მთავარი » 2013 » მარტი » 5 » ნარკოტიკების მოხმარება სპეციალურ დარბაზში
14:19
ნარკოტიკების მოხმარება სპეციალურ დარბაზში


გაზაფხულზე პარიზში ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის გაიხსნება დარბაზი. იგი განთავსებდა მე-10 ოლქში ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სადგურებს შორის, სადაც ყველაზე მეტი ნარკომანი იყრის თავს. 
საუბარია სპეციალურ ოთახზე, სადაც ნარკოდამოკიდებულები ნარკოტიკის მიღებას არამხოლოდ მშვიდ ვითარებაში შეძლებენ, არამედ სტერილურ შპრიცებსაც გამოიყენებენ. ამის გარდა დაწესებულებაში მუდმივად იმორიგევებენ ექიმები და ადამიანს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაეხმარებიან. ექიმები ასევე კონსულტაციას გაუწევენ ნარკოდამოკიდებულებს დეტოქსიკაციის ცენტრებში მათი შესაძლო მკურნალობის მიზნით.

ასეთი დარბაზის შექმნის ინიციატორი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მარისოლ ტურენია. მისი აზრით, პროექტი ნარკოდამოკიდებულებს შორის სიკვდილიანობასა და მათი სოციალური იზოლაციის დონეს შეამცირებს. თუმცა მის ინიციატივას მხარი ყველამ არ დაუჭირა. მის წინააღმდეგ გამოვიდნენ მემარჯვენეები და მე-10 ოლქის ადგილობრივი დეპუტატები. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნარკომანების რაოდენობა იზრდება და უმჯობესია მათი კონტროლირება, ვიდრე ტროტუარებიდან შპრიცების აღება. მსგავსი "დარბაზები" ევროპაში უკვე არსებობს. პირველად ის შვეიცარიის დედაქლაქ ბერნიში 1986 წელს გაიხსნა. 20 წლის შემდეგ რეგიონში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევები 10-ჯერ შემცირდა. 

საფრანგეთის მონაცემები ნარკომანიის შესახებ საგანგაშოა. ნარკოტოკებს მუდმივად მოიხმარს 2,2 მლნ ადამიანი, აქედან 550 ათასი უპირატესობას ანიჭებს მარიხუანას, 5-- ათასი - ჰეროინს, 400 ათასი - კოკაინს, 150 ათასი ექსტაზს. საფრანგეთის 18-დან 44 წლამდე მცხოვრებთა 45 პროცენტმა მარიხუანა ერთხელ მაინც მოიხმარეს, 17 წლამდე ასაკის მოზარდების 7,3 პროცენტი კი მარიხუანას რეგულარულად მოიხმარს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1178 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]