ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:41
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:21 (მზის სიმღერა) | |
(მზის სიმღერა) აქაც მე ვარ იქაც მე ვარ ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ, ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა. მისამღერი (A) : ..რირაო, რერაო, რერა რირაორერა ორერა რირაო რერა. ..რა კარგია ეს ქვეყანა X2 ღამე წავა დილა მოდის, პაწაწინა თესლს ჩავაგდებ აბა ნახე რა ამოდის?! მისამღერი გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ, ამოვალ და ლურჯი ციდან ..თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა X2 მისამღერი (გლეხის სიმღერა) ნახეთ ჩემთან დღეს რა მოდის დავთესავ და მთა ამოდის, არც მაწყენს და არც თავს მატკენს და ლოთობით ვერ დამათრობს ვენაცვალე ამ საზამთროს. მისამღერი ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო ქვეყნად საქმე აღარ იყო ჩვენი პეტრე ძილითა და ..უსაქმობით მომკვდარიყო X2 მისამღერი (მზის სიმღერა) მიდი პავლე, მიდი მალე დაუბრმავე შენს მტერს თვალი ..თორმეტ ქორწილს გადაიხდის X2 ამისთანა მოსავალი. მისამღერი. (მთვარის სიმღერა) ეს ცხოვრება სიხარულით სავსეა დარდი-მანდი კაცის წესი ასეა დღისით ცხელა უძილობა თარსია ღამით გრილა დოქი ღვინით სავსეა. გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე მთელი ღუნდი ყურძნის წვენი დავცალე, ან რას მერჩით მე ქეიფი მაცალეთ გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე. მისამღერი (B): დივლი, დავლი, დავლი დივლი დივლი, დივლი, რანუნი, რანუნი რა. გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე. მოყვარე ხარ, განა პეტრე სხვისი ხარ ეს საზამთრო გიფეშქაშო ღირსი ხარ, მზე ამოვა ქვეყნად ხანძარს აანთებს ..მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ. მისამღერი .. (მზის სიმღერა) აქაც მე ვარ იქაც მე ვარ ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ, მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ, ვებერთელა დედამიწამ თვალი დააჭყიტა. მისამღერი (A) : ..რირაო, რერაო, რერა რირაორერა ორერა რირაო რერა. (გლეხის სიმღერა) ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო ქვეყნად საქმე აღარ იყო ჩვენი პეტრე დილიდან და ..უსაქმობით მომცდარიყო X2 მისამღერი ო, ო, ო, ო, რერა რირა ორერა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |