.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » მუსიკა შეარჩიე
23:52
მუსიკა შეარჩიე


მუსიკა შეარჩიე,
თითქოს ქუჩაში სტვენით მიდიოდე.
დადექი ჩემს პირდაპირ,
თითქოს მეტოლები.

ჩაისუნთქე, თითქოს ჩემი თითებიდან ეწევი
სიგარეტს,
რომლის კოლოფსაც აწერია,
რომ მოწევა კლავს.

მერე წელზე მომხვევ მარჯვენა მკლავს,
თითქოს ჩამეხუტე.
ჩემს მაჯას შეეხები მარცხენათი,
თითქოს პულსს მითვლიდე.

თვალები დახუჭე,ზუსტად ისე,
როგორც მე ვხუჭავ, როცა მზეს ვუყურებ
სითბომ დაგიაროს, თითქოს ჩაის სვამდე
და მოკლე ნაბიჯები ამაყოლე,

გვერდზე – თითქოს თავს იკავებ,
წინ – ისე, როგორც მიახლოვდები,
უკან – თითქოს შეგეშალა,
გვერდზე – თითქოს სიტყვებს არჩევ.
ტანს ვარხევ, თითქოს ქარს ავყევი.
(ხელი) არ გამიშვა.
ფრთხილი ნაბიჯებით გამომყევი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 871 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]