.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » მურმან ლებანიძე ( სარეველა)
19:50
მურმან ლებანიძე ( სარეველა)

ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის,
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას…
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის
ცოდვაა სწორედ
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 928 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]