.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » მუხრან მაჭავარიანი (ქართველსა გულმა როგორ გამიძლოს)
19:48
მუხრან მაჭავარიანი (ქართველსა გულმა როგორ გამიძლოს)

აღელდებაო ყანა ოქროსი ;
ჩუხჩუხა წყაროს შეიგრძნობს ღარი ;
წყლით დანაყრდება სამგორის მიწა ;
ღვარი გადათხრის ხვართქლას … ღიღილოს …
შენ გეკითხები ,
შენ გეკითხები ,
ერთი მითხარი :

ქართველსაა გულმა როგორ გამიძლოს ,-
ოდეს შვენება შენი ვიხილო ,
რომ გულიანად არ გავიღიმო …
რომ გულიანად არ მოვილხინო !..

მე ვხედავ ხორბალს …
მე ვხედავ ყურძენს !..
ჩარიგებულა
ლეღვ – ატამი აქეთ – იქითო …
მაშინ დავმიწდე ,-
დამეკრიფოს ხელები გულზე ,-
ხილი ვიხილო
და მებაღე თუ არ ვიკითხო .

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 852 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]