შაბათი, 01.02.2025, 08:58
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:23 მსოფლიოში 1 453 მილიარდერია | |
მსოფლიოში სულ 1 453 მილიარდერია, რომელთაგან უმრავლესობა ამერიკელია. მილიარდერთა ყველაზე მაღალი რაოდენობით მეორე ადგილი ჩინეთს უჭირავს, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ამის შესახებ ჩინური გამოცემა Hurun იუწყება. 17 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში სულ 409 მილიარდერია, ჩინეთში მათი რაოდენობა 357-ს შეადგენს. აზიაში სულ 608 ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩრდილოეთ ამერიკაში მათი რაოდენობა 440-ს შეადგენს, ევროპაში კი, 324-ს. გამოცემა forbes-ის მონაცამებით, რომელიც ანალოგიურ რეიტინგს როგორც წესი მარტის დასაწყისში აქვეყნებს ხოლმე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მილიარდერთა რაოდენობა 315-ს შეადგენს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კი, 450-სა და 310-ს. თუმცა, ეს გასული წლის მონაცემებია, რომელიც ახლა შესაძლოა ძალზედ იყოს შეცვლილი. Hurun-ის მონაცემებით, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი, 66 მილიარდდოლარიანი ქონებით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება. მეორე ადგილს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი იკავებს, რომლის ქონებაც 58 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მესამე პოზიციას Zara-ს მაღაზიათა ქსელის მფლობელი ამანსიო ორტეგა იკავებს. მისი ქონება 55 მილიარდ დოლარს შეადგენს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |