ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:36
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:03 მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ, | |
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ, დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს, სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ და ქალი რომ ვარ არ მეშინია. მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს, ბახუსის ეშხით განატაცები, ქალები მაშინ თვრებიან თურმე, როცა ფხიზლობენ მამაკაცები. დღეიდან ხელი ავიღე თავზე, აღარ გავურბი მზერას ჟინიანს, დუქანში გველის ხელადა სავსე და კაცი რომ ხარ არ მეშინია. უცხო მორევში შევყავარ ბორანს ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი, თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა რომ სიავისგან დამიფარავდი. გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა, დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს, ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |