.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » მომიახლოვდა წერტილი, მიზანი
22:49
მომიახლოვდა წერტილი, მიზანი


მომიახლოვდა წერტილი, მიზანი,
თვალწინ დამეწყო ყველა ნიშანი...
მიზეზში ღმერთის ფრჩხილი შევნიშნე,
მიზეზში შედეგი ამოვიცანი...

და გამიხარდა!..

და გამიხარდა, როგორც არავის
აღარასოდეს გაუხარდება,
ცრემლით ავავსე, ავლესე კალამი
და დასასრულის დავიწყე დაწყება;
სისხლს და ხორცს, ყვავილი ვარჩიე,
ჩიტები მექცნენ საბრალო მათხოვრებად,
წვიმაში კვნესა გამოვარჩიე
ღრუბელი ცრემლებს მენათხოვრება,
გადავიქეცი გულისთქმის მონად
(თაროზე შემოვდე ცრუ სიამაყე ),
დავაჭერინე წკეპლების კონა
და გულისცემისგან ცემით ვიამაყე...

გულში მეხუტება, 
მაწყნარებს ოცნება...
ამტკივდა... 
სიხარული ამტკივდა!
სულმა გაავსო,
დაბინდა გონება -
დამძიმდა... 
მერე გასკდა და ატირდა...

მომიახლოვდა წერტილი, მიზანი,
თვალწინ დამეწყო ყველა ნიშანი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 857 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]