ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:03
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:31 მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ... | |
მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ... არ მენატრებიო არა... შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს... ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც.. ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით ახლაც დაგეძებო სადღაც.. იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო ხოდა ვერ გპოულობ ახლაც მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით ფიქრითვე მიპასუხე თავად მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა. არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად ლოდინმა დამღალა ახლაც იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა მოხვიდე დროა ალბათ მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო ჩუმად მითხარი ნაზად მე აღარც გეძებ აღარც გელოდები ბილიკს მივუყვები ცალად შენ ჩემი სუნთქვა ხარო მაგრამ არ გიცნობო.... ესეც რომ მითხარი მახსოვს იქნებ დრო არის რომ მოხვიდე და ეს გრძნობები ნახო? მოგენატრებიო მითხარი ფიქრით მე სულ მენატრები რა ვთქვა? შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ ამას უნდა გრძნობდე ახლა ჩემი იქნებიო.... მე შენი ვარ თუმცა არ გიცნობ რა ვქნა? სულში სახლობ და სულში ბობოქრობ სულით გეფერები ამ წამს შეგიყვარდებიო... მე ეხლაც მიყვარხარ ეხლაც მენატრები რა ვქნა? მოდი მომეხვიე გულში ჩამიკარი და ნუღარ წახვალ სხვასთან... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |