.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 24 » მიხეილ ლერმონტოვი მარტოობა
13:15
მიხეილ ლერმონტოვი მარტოობა


ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!

სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს…

ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,

არავის არ სურს, დარდი გაიყოს!

მარტო ვარ, როგორც მეუფე ზეცის,

და გული სევდით მევსება ობოლს;

და ვხედავ, ვხედავ, _ მორჩილნი ბედის მიჰფრენენ წლები,

სიზმრები როგორც.

მევლინებიან ისევე მერე და ოცნებანი ჰშვენიან ფრთამალთ;

და ვხედავ კუბოს, რომელიც მელის…

რად ვალოდინო? ამქვეყნად რა მაქვს?..

მოვკვდები… ჩემთვის ვინ დაღვრის ცრემლებს?..

ზოგს კი _ მოწამე არის გამჩენი,

გაუხარდება უფრო უმეტეს, ვიდრე ამქვეყნად მოვლენა ჩემი.

1830

კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 1510 | დაამატა: adjara | ტეგები: ... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]