ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:54
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:22 მიკითხე... | |
მიკითხე... ლექსები მიკითხე გთხოვ... რითმის აბჯრიანი, თუნდაც უაბჯრონი აზრიანი, ან უაზრონი თეთრი ლექსებით თოვს... მიკითხე... მიკითხე, რადგან მიყვარს შენი ხმა წრფელი, ხაოიანი, ჩუმი ხმაურით, მიყვარს შენი თმა და ემოციით დაბერილი ძარღვები სისხლამღვრეული. მიკითხე... შენ გიყვარვარ, როგორც ლექსი ჩემში არეული. ლექსები ხომ გამშვიდებს, გაყვარებს... ჰოდა მიკითხე უცხო ფრაზები ჩემს გულში ადგილს უფრო ამყარებ! მიკითხე... დამჭერი თვალის ისრებით, მოგისმენ, გიყურებ და ზენიტს მივწვდები. მიკითხე... ლექსის ფრთებს არ ჰყოფნის სივრცე. მიკითხე! ჩემს გულში მინდა შევინახო ჩვენი სიყვარული გრძნობით მინაბული, რომ მერე ფურუსულებს გვირგვინად მივცეთ... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |