.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
23:35
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი

მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი
არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას
თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას

მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის
თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
ვეძებ დასაყრდენს, მხარდაჭერას თითო კაციდან
მიშველის? ალბათ, დარიგება ბრძენი კაციდან

არავინ არ სჩანს ჰორიზონტზე, მხოლოდ ხაზია
ჩემს ცხოვრებაში, ნეტავ ვიცოდე, სად რა ხაზია
სხვისი იმედით, სხვისი აზრით არც მინდა ვიყო
მინდა ჩემს გვერდით ბედნიერი მხოლოდ შენ იყო

თუმცა ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მე შევძლებ
ამ ეტაპზეც ხომ უშენობით, მიჭირს, მაინც ვძლებ
მაინც გავბედავ, დაგიძახებ და შენთან მოვალ
შენს ცხოვრებაში, წრფელი გულით, თვითონ შემოვალ 

დაგანახებ რომ ამ ცხოვრებას რაღაც აკლია
და ეს რაღაცა ჩემთვის, შენთვის, დიდი ნაკლია
ვფიქრობ ცხოვრებას რომ შეავსებს, ჩვენი გრძნობები
და ამ გრძნობებს კი შენი მხიდან დაველოდები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 903 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]