ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:28
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:14 მეცხრე თვეა ვცოცხლობ | |
მეცხრე თვეა ვცოცხლობ, ვსუნთქავ, მესმის, ვხედავ, ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ, შენ კი - დგახარ მშვიდი, მომავალი დედა, ჩემი ცოლი, ჩემი, გამობურცულ მუცელს ეფერები როგორც, როგორც რავი, რა ვთქვა, ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს, თქვენთვის ვარ და თქვენით, მაინც მინდა დავთქვა, შენს წინაშე, შენს წინ, მიმიღე და მენდე, რომ თქვენ გიტრიალებთ, სადაც უნდა ვიყო, თქვენს სიკეთეს ფიქრობს ჩემი ყველა ფიქრი, სისხლი მაქვს და გისხამთ, ჰაერი და - გიყოფთ, თუ გადავდგე გზიდან - გადავვარდე იქვე. მეტი - ჩემო, ღმერთი ჩვენთანაა მარად, მთავარია, შევძლო, გადავიდე წყალზე - ვიყო კარგი ქმარი, ვიყო კარგი მამა, მიყვარდეთ და მწამდეთ - ამგვარად და ასე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |