ოთხშაბათი, 29.01.2025, 02:29
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
23:00 მეცხრე ცაზე... კარს გიღებენ | |
მეცხრე ცაზე... კარს გიღებენ, ხედავ?-კრძალვით... ბილიკებად თმებს გიშლი და გიშვებ გზაზე... შავ-თეთრ ფერში კლავიშები დაგილაგე კიბეებად- ჩემი სულის ორი ხაზი. წადი, წადი... ძილს ეწევა ვერცხლის ძაფი, ცის გახსნა და სიზმრის ბარდნა ერთ-ერთს დარჩეს- შენი იყოს თეთრი ფერი... მე კი- ისევ მწვანეს ვარჩევ... წვეთავს, მწვეთავს - გადამდნარი ზამთრის ღამე, გიგროვებ და გატან- გზაში მოგწყურდები- მე ხომ ვიცი... მეცხრე ცაზე... წადი, წადი... ფერად სიზმრებს ვიხდი ტანზე- შავ-თეთრებში უხმოდ გიცვლი.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |